Skip to content
10/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

მარშალ პრესი 09/05/2025
unnamed

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იმყოფებოდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

პრეზიდენტმა “კიკვიძის პარკში” არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტი ყვავილებით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

“ 9 მაისი არის დღე, როდესაც კაცობრიობამ ფაშიზმზე გამარჯვებით ახალი ისტორია დაწერა! ამ ისტორიის შექმნაში კი ქართველებს დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი. 

დიდ პატივისცემას ვუდასტურებ ჩვენს გმირ ვეტერანებს და ქედს ვიხრი მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული თანამემამულეების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე არ დაიშურეს თავისუფლებისა და მშვიდობისათვის.” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა.

Continue Reading

Previous: ევროპას ვუსურვებთ მაქსიმალურ წინსვლას, განვითარებას, კეთილდღეობას, ეს არის ჩვენი კონტინენტი, ყველაზე ძვირფასი სივრცე ჩვენთვის, ევროპის განვითარება ნიშნავს მეტ კეთილდღეობას საქართველოსთვისაც
Next: ევროპის პოლიტიკურ სამიტზე მიწვევა მივიღე, დაგეგმილია ვიზიტი, ყოველთვის არის ლიდერებთან გასაუბრების საშუალება, ვისაც ექნება საუბრის სურვილი, ვისაუბრებ აბსოლუტურად ყველასთან, ეს არის ჩემი ევროპული დამოკიდებულება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025