Skip to content
10/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპას ვუსურვებთ მაქსიმალურ წინსვლას, განვითარებას, კეთილდღეობას, ეს არის ჩვენი კონტინენტი, ყველაზე ძვირფასი სივრცე ჩვენთვის, ევროპის განვითარება ნიშნავს მეტ კეთილდღეობას საქართველოსთვისაც

მარშალ პრესი 09/05/2025
irakli kobakhidze

ევროპას ვუსურვებთ მაქსიმალურ წინსვლას, განვითარებას, კეთილდღეობას, ეს არის ჩვენი კონტინენტი, ყველაზე ძვირფასი სივრცე ჩვენთვის, აქედან გამომდინარე, ევროპის განვითარება ნიშნავს მეტ კეთილდღეობას საქართველოსთვისაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციები ევროპის მასშტაბით, არის ტოტალური მიგრაცია, რაც აკარგვინებს ევროპულ სახელმწიფოებს ეროვნულ, რელიგიურ იდენტობას.

 „დღეს არის ევროპის დღე, მინდა, ეს თარიღიც გავიხსენო და ჩვენ ვუსურვებთ ევროპას, ჩვენს კონტინენტს განვითარებას, კეთილდღეობას. დღეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციები ევროპის მასშტაბით, არის ტოტალური მიგრაცია, რაც აკარგვინებს ევროპულ სახელმწიფოებს ეროვნულ, რელიგიურ იდენტობას, არის სერიოზული პრობლემები, არის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია. ჩვენ ვისურვებდით, რომ ევროპაში ეს ტენდენციები შემოტრიალდეს დადებითი მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც მთლიანად კონტინენტისთვის, ასევე კონკრეტულად ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ევროპაში ეკონომიკური კრიზისი, არის რისკების შემცველი ნებისმიერი ჩვენი რეგიონის ქვეყნისთვის, ამიტომ ჩვენ ევროპას ვუსურვებთ მაქსიმალურ წინსვლას, განვითარებას, კეთილდღეობას, ეს არის ჩვენი კონტინენტი, ყველაზე ძვირფასი სივრცე ჩვენთვის, აქედან გამომდინარე, ევროპის განვითარება ნიშნავს მეტ კეთილდღეობას საქართველოსთვისაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ევროპელ ჩინოვნიკებს „დიფ სთეითისგან“ აქვთ მიღებული დავალება, რომ მაქსიმალურად დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც ძალიან სამწუხაროა, არის სრული, ტოტალური უსამართლობა
Next: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025