Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“მეგობარი აქტის” სათაურიც კი შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის – ირაკლი კირცხალია

მარშალ პრესი 06/05/2025
kircxalia

კოშმარია ის ძალა, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, მსოფლიოსთვის, საიდანაც იმართებიან ე.წ. ლობისტები და ვითომ დემოკრატიის სახელით მოსაუბრე, პირდაპირ დიქტატის დამმყარებელი ხელისუფალნი თუ ბიუროკრატები. კოშმარზე როდესაც საუბრობენ, ამის მორალური უფლება უნდა ჰქონდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მხარდაჭერაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “მეგობარი აქტის” სათაურიც კი შეურაცხმყოფელია საქართველოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის. ასევე, კირცხალიას განცხადებით, წინ სენატში მოსმენაა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი აღნიშნულ აქტს, შესაბამისად, გამოჩნდება, თუ რამდენად მიჰყვება ტრამპი მისი მიერვე გაცხადებულ პოლიტიკურ კურსს.

“რაც შეეხება “მეგობარ აქტს”, თვითონ სათაურიც შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. რაც შეეხება ამ აქტის ისტორიას, თუ საიდან შეიქმნა, რომელი კომისიები გაიარა, ვინ იყო საქართველოდან წარმომადგენელი და ე.წ. ცრუ დამსმენი თავისი სახელმწიფოს წინააღმდეგ. შემდეგ ის სახელები და გვარები, ის ლობისტური ჯგუფები, რომლებიც კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” ლობირებენ – ვნახეთ, რომ რაღაც ეტაპამდე მივიდა ეს ყველაფერი. ასე რომ დაველოდოთ, რა განვითარება მოჰყვება. წინ სენატია, შემდეგ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. შევხედოთ, იმ გაცხადებულ პოლიტიკას როგორ და რა ძალისხმევით მიჰყვება აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, ეს ძალიან მალე გამოჩნდება.” – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

Continue Reading

Previous: თუკი ტრამპი ხელს მოაწერს ამ აქტს, მაშინ ყველა დარწმუნდება, თუ როგორი „მეგობარია“ ამერიკა საქართველოსი
Next: ამერიკის კონგრესმა მიიღო საკუთარი აგენტურის მეგობარი აქტი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025