Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუკი ტრამპი ხელს მოაწერს ამ აქტს, მაშინ ყველა დარწმუნდება, თუ როგორი „მეგობარია“ ამერიკა საქართველოსი

მარშალ პრესი 06/05/2025
tamar chiburdanidze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის“ მიღებას სოციალური ქსელით ეხმიანება.

ექსპერტის თქმით, ახლა არჩევანი ტრამპზეა – დარჩება თუ არა ამერიკა საქართველოს მეგობრად.

ჩიბურდანიძე სვამს კითხვას რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ტრამპი ხელს მოაწერს ამ აქტს? და კითხვას თავადვე პასუხობს „ამერიკაში ვერ შევა რამდენიმე პირი, ხოლო საქართველო ისევ მყარად განაგრძობს სვლას სუვერენული სახელმწიფოსთვის“.

„ავტორებმა „მეგობარი აქტის“ შიგთავსი შეცვალეს იმ მიზნით, რომ ბაიდენი ტრამპმა ჩაანაცვლა და იქნებ როგორმე ახალს ხელი მოაწერინონ. არჩევანი ტრამპზეა, რჩება თუ არა საქართველოს მეგობრად ამერიკა?”

არ ვისურვებდით იმ ეჭვების გამართლებას, რაც ქართველ ხალხში უკვე რამდენიმე წელია მუსირებს. ეს ეჭვები გამყარებულია ფაქტებით, თუმცა, ხალხისთვის კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საქართველო ბოლომდე უფრთხილდება პარტნიორებთან ურთიერთობებს.

კონგრესში დემოკრატების და რესპუბლიკელებიდან მაკკეინის ფრთის წარმომადგენლების ხმები საკმარისი იყო ამ აქტის მისაღებად. დემოკრატები, რომლებიც ბოლო წლებში ომის პარტიად იქცნენ და მაკკეინის ფრთა, რომელიც რეალურად ცალკე პარტიაა რესპუბლიკელებში, გამოირჩეოდნენ ომის ძლიერი და აგრესიული პროპაგანდით, რომელშიც საქართველო არ ჩაერთო. დაუმორჩილებელი და ეროვნულ პრინციპებზე მყარად მდგარი საქართველოს ხელისუფლება მათგან „ჰიბრიდული ომის“ სამიზნე გახდა. დეზინფორმაცია, განსხვავებული აზრისთვის დაბლოკილი სოციალური ქსელი, მართული არასამთავრობოები და მართული კულტურის სფეროს წარმომადგენლები – ეს იყო და არის დღესაც მათი ბრძოლის მთავარი დასაყრდენი.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ტრამპი ხელს მოაწერს ამ აქტს? ამერიკაში ვერ შევა რამდენიმე პირი, ხოლო საქართველო ისევ მყარად განაგრძობს სვლას სუვერენული სახელმწიფოსთვის.

ეს რთული ბრძოლაა, მაგრამ სამართლიანი და აუცილებლად შედეგიანი. ჩვენ ამ გზას გავივლით მშვიდობით და მივაღწევთ იმას, რისთვისაც თაობები სიცოცხლეს სწირავდნენ თავისუფალ, სუვერენულ და ჭეშმარიტად დემოკრატიულ საქართველოს,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრმა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ღურჯუმელიძე დანიშნა
Next: “მეგობარი აქტის” სათაურიც კი შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის – ირაკლი კირცხალია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025