Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმედი გვაქვს, ამ პროვოკაციულ რეზოლუციას პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში „დიფ სთეითი“ დაამარცხოს

მარშალ პრესი 06/05/2025
levan maxashvili

ე.წ. მეგობრობის აქტი ყველაფერია, გარდა მეგობრობისა. არაერთხელ ვახსენეთ, რომ იგი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ასევე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხედვას საქართველოსა და რეგიონთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ “მეგობარი აქტი” თუ ძალაში შევა, მნიშვნელოვნად დააზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს, რაც არაფორმალური ძალების გათვლაც არის.

ამასთან, მახაშვილი იმედოვნებს, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილ ამ რეზოლუციას, დონალდ ტრამპი ხელს არ მოაწერს. “თეორიულად, თუ იგი შევა ძალაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დააზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს და სწორედ ეს არის გათვლა იმ არაფორმალური ძალების და გავლენების, რომლებმაც ინერციით მაინც გაიტანეს ქვედა პალატაში. საბოლოო ჯამში, რამდენიმე ეტაპია დარჩენილი, ვიდრე თეორიულად, ბოლომდე შევა ძალაში, მაგრამ იმედი გვაქვს, ამ პროვოკაციულ რეზოლუციას პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში „დიფ სთეითი“ დაამარცხოს. ამის იმედს ის განწყობები გვაძლევს, რაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას იმ ფორმალური თუ არაფორმალური კომუნიკაციიდან გამომდინარე აქვს, რაც ჩვენ მათთან გვქონდა,” – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

Continue Reading

Previous: ერთი წლის წინ, MEGOBARI აქტი დააინიცირეს და მაშინ ვთქვი, ვერ მიიღებენ მეთქი და ვერც მიიღეს. დღეს, სხვა კანონი მსგავსი სახელით მიიღეს. თამარ ჩერგოლეიშვილმა ახლა კი გაიგო, მაგრამ არ დაწერს, “სანდრო მართალი იყავი, შემეშალაო”
Next: საკუთარი პროფესია უარყავი შე საცოდავო და ახლა ყურადღება რომ მიიქციო ყველანაირ ხერხს მიმართავ? – ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025