Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩემთვის არც გასეირნება, არც საჭმლის და წყლის მოწოდება ხდებოდა. ორ-სამ დღეში ერთხელ მომაწვდიდნენ – ნახევარ პურს, ძეხვს და ერთ ჭიქა წყალს, ერთი-ორჯერ ზედ დააფურთხეს და ისე მომაწოდეს

მარშალ პრესი 05/05/2025
gocha kakoishvili

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულ, „ზილების რევოლუციის“ საქმესთან დაკავშირებით გოჩა კაკოიშვილი საუბრობს და თავისი წამების დეტალებს იხსენებს.

გოჩა კაკოიშვილის თქმით, თეთრიწყაროს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბორკილებით დაბმულ მდგომარეობაში ხდებოდა მისი წამება, რომელსაც სავარაუდოდ არა ადგილობრივი პოლიციელები, არამედ, სავარაუდოდ, უშიშროებიდან ჩამოსული თანამშრომლები ახორციელებდნენ.

„როდესაც მე იქ ვიყავი, შიმშილობაც გამოვაცხადე სანამ მიპოვიდნენ მანამდეც, ბატონი სოზარის და ლევან ტერაშვილის თხოვნა იყო, რომ შემეწყვიტა შიმშილობა, რადგანაც ეს ძალიან დიდი ზიანს მომიტანდა მე და აზრი არ ჰქონდა ხელისუფლებისთვის მე რა დამემართებოდა. ეს აღნიშნეს კიდევაც იშიმშილოს არაუშავს თუ მოკვდება ოქმი შეადგინეთო.
ძირითადად რკინაზე მეძინა არანაირი საშუალება არ იყო იმისი, რომ რამე დამეფინა. ადგილობრივი პოლიცია პროცესში მონაწილეობას არ იღებდა . მხოლოდ და მხოლოდ შემოსული ვიღაც უცხოები, რომლებიც პოლიციელები არ იყვნენ, მე ვფიქრობ, უშიშროებიდან იყვნენ შემოსულები, რომლებიც ახორციელებდნენ ჩემს ცემას და წამებას. დაბმულ მდგომარეობაში, ბორკილებით, მე წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა მქონდა, ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე და ამიტომ უხდებოდათ ჩემი დაბმა, რომ მათთვის ადვილი ყოფილიყო განეხორციელებინათ ის, რის დავალებაც ჰქონდათ. აქედან გამომდინარე ძალიან დასუსტებული ვიყავი“,-განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.

კაკოიშვილის განცხადებით, მისთვის არც გასეირნება, არც საჭმლის და წყლის მიწოდება ხდებოდა. ორ-სამ დღეში ერთხელ აწვდიდნენ, ნახევარ პურს, ძეხვს და ერთ ჭიქა წყალს, ხოლო რამდენჯერმე ზედ დააფურთხეს და ისე მიაწოდეს.

„საკანში მარტო ვიყავი. გვერდით იქეთ იყო გარემონტებული საკნები სადაც, კრიმინალები ჰყავდათ. ჩემთვის არც გასეირნება, არც საჭმლის შემოწოდება, არც წყლის მოწოდება არ ხდებოდა. ორ-სამ დღეში ერთხელ მომაწვდიდნენ, ნახევარ პურს, ძეხვს და ერთ ჭიქა წყალს. ერთი-ორჯერ ზედ დააფურთხეს და ისე მომაწოდეს.
ვინც ჩემს ცემას და წამებას ახორციელებდა, იმათ თანდასწრებით ხდებოდა ეს ყველაფერი. რუსთაველი ბიჭები ვინც მუშაობდნენ პოლიციაში, ვინაიდან ინფორმაცია არ გასულიყო თეთრიწყაროს პოლიციიდან სამსახურიდან გაუშვეს შვებულებაში. როდესაც მე ასეთი დასუსტებული ვიყავი გასეირნების დროს ერთმა პატიმარმა თავისი საჭმელი, პურის ნატეხი და „პეჩენია“ შემომიგდო „ფორთოჩკაში“, რომ მეჭამა. მათ ყველაფერი იცოდნენ მე რაც მემართებოდა. 1 კვირაში უნდა გასულიყო და 4 თვე დაუმატეს პატიმრობა იმიტომ, რომ ეს ჩაიდინა“,-განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.

Continue Reading

Previous: შეხვედრა მქონდა [თავდასხმის] შემსრულებლებთან. მე მათ ვაპატიე, იმიტომ, რომ ისინი არაფერ შუაში იყვნენ, ისინი იყვნენ ბრძანების შემსრულებლები. კოდუამ დაიბარა კაბინეტში და ჩემი ჩანთიდან ამოღებული ფულიდან 500-500 დოლარი დაურიგა
Next: ,,ჩვენი ჯარის“ ფარგლებში ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ბათუმის ფიზიკა- მათემატიკის N6 საჯარო სკოლას ესტუმრნენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025