Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შეხვედრა მქონდა [თავდასხმის] შემსრულებლებთან. მე მათ ვაპატიე, იმიტომ, რომ ისინი არაფერ შუაში იყვნენ, ისინი იყვნენ ბრძანების შემსრულებლები. კოდუამ დაიბარა კაბინეტში და ჩემი ჩანთიდან ამოღებული ფულიდან 500-500 დოლარი დაურიგა

მარშალ პრესი 05/05/2025
valeri velashvili8

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილმა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა „ნაცმოძრაობის“ მიერ მისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მან მისი ცემის ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ გარდა თავდასხმისა გაძარცვეს კიდეც, შემდგომ კი მისივე თანხა გადაუხადეს შემსრულებლებს.

„მე შეხვედრა მქონდა შემსრულებლებთან, მათ ვუთხარი, რომ მე თქვენი ინტერესი არ მაქვს, რომ ციხეში წახვიდეთ, იმიტომ, რომ თქვენ ბრძანება გქონდათ და შეასრულებდით. პროკურატურაში შევხვდი ამ ბიჭებს, მოვიდნენ, ბოდიში მომიხადეს, ვიცოდით, რომ ოდესღაც პასუხს ვაგებდით ამაზეო. მე მათ ვაპატიე, იმიტომ, რომ ისინი არაფერ შუაში იყვნენ, ისინი იყვნენ ბრძანების შემსრულებლები. კოდუამ დაიბარა კაბინეტში და ჩემი ჩანთიდან ამოღებული ფულიდან, 10 ათასი დოლარი ამომიღეს და იქიდან მისცა 500-500 დოლარი, ბიჭებს დაურიგა. თავდასხმის დროს იარაღი წაიღეს, 10 ათასი დოლარი თანხობრივად წაიღეს და ძვირიანი ბეჭედი მქონდა 5 კარატიანი იყო ბრილიანტი და წაიღეს“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

Continue Reading

Previous: მანქანიდან გადმოვედი, ხელები ავწიე. ნიღბები ეკეთათ, ერთ-ერთმა მითხრა ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ვერ ილაპარაკებო და კონდახი ჩამარტყა სახეში, ძვლების ჩამსხვრევა ვიგრძენი. ძირს დავვარდი, ოთხი ადამიანი ჩექმებს მხოლოდ თავში მირტყამდა
Next: ჩემთვის არც გასეირნება, არც საჭმლის და წყლის მოწოდება ხდებოდა. ორ-სამ დღეში ერთხელ მომაწვდიდნენ – ნახევარ პურს, ძეხვს და ერთ ჭიქა წყალს, ერთი-ორჯერ ზედ დააფურთხეს და ისე მომაწოდეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025