Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

განზრახ მკვლელობის ბრალდებით იმერეთში 27 წლის ქალი დააკავეს – ცივი იარაღის გამოყენებით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა მეგობარ მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

მარშალ პრესი 01/04/2022
შსს

განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, 1995 წელს დაბადებული ს.ყ. დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, მიმდინარე წლის 31 მარტს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარ მამაკაცს – 1997 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ს.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – აღნიშნულია შსს-ს გა

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: ლიეტუვის საგარეო უწყება: ნებისმიერი რეფერენდუმი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიერ რუსეთთან შეერთების თაობაზე უკანონო და ბათილი იქნება
Next: გიორგი ვოლსკი: საზოგადოება და ხელისუფლება გააგრძელებენ თავიანთ აქტივობებს იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ზელენსკი – ჰუმანიტარული დახმარების თემაზე ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება, პირიქით, გაცილებით გაიზრდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.