Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე რომ დახოცა ბიჭები, ფიქრობს რა გავაკეთო და დაურეკეს გურამ დონაძეს. დადგეს ყალბი სცენარი

მარშალ პრესი 02/05/2025
artmeladze1

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნავთლუღის სპეცოპერაციისას“ მოკლული, მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ ისაუბრა.

როგორც მიხეილ ართმელაძე აღნიშნავს, დათა ახალაიას მეთაურობით, მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე უმოწყალოდ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დახოცეს, შემდეგ კი გურამ დონაძის მეშვეობით დაიდგა სცენარი, რომ ვითომ მათ ჰქონდათ ავტომატები და ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა სამი ახალგაზრდა.

„ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე რომ დახოცა ბიჭები, ფიქრობს რა გავაკეთო და დაურეკეს გურამ დონაძეს. დადგეს ყალბი სცენარი. ეს ბიჭები უკვე გაციებული არიან. იღებს დონაძე, გარბიან დათა ახალაია, გიორგი დგებუაძე, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი გარბიან აღმა სროლით, ძირს ავტომატებიო. ესე იგი ბრალდებას უყენებენ ვითომ ამ ბიჭებს ავტომატები გააჩნდათ. ამ დროს ერთ-ერთმა გამოძიებით დაუდგენელმა პიროვნებამ შავი ჯიპიდან ამოიღო ჩანთა, რომელშიც ეწყო ავტომატები და მიიტანა და თითოეულს გვერდზე დაუწყო. დაიდგა სცენარი, რომ ვითომ ავტომატები გააჩნდათ და ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა სამი ახალგაზრდა. ვითომ ჩვენ ბიჭებსაც ავტომატები ქონდათ და იძულებული გახდნენ ძალოვანები, რომ ესროლათ და დაეხოცათ ეს ბიჭები“, – განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.

Continue Reading

Previous: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
Next: ნინო წილოსანი პარიზში აქციის დარბევაზე- მივესალმებოდი ფრანგი სამართალდამცავების გადაწყვეტილებას დაეცვათ წესრიგი – რომ ვიცოდე, ადეკვატური და ობიექტური შეფასებები ექნებოდათ ჩვენს მიმართაც, თუმცა ის, რაც სხვის შემთხვევაში კანონის დაცვაა, ჩვენს შემთხვევაში დასანქცირების საფუძველია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025