Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

მარშალ პრესი 02/05/2025
Capture

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

სოფელ ერგეში 11 სართულიანი, 121 ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ერგეს სოციალურ სახლში გარემონტებული და უსაფრთხო საცხოვრებლით 121 ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდება.

სულხან თამაზაშვილმა სოფელ განთიადში 200 აღსაზრდელზე გათვლილი მშენებარე საბავშვო ბაღიც დაათვალიერა. საბავშვო ბაღი შენდება სოფელ ერგეშიც. ბაღების მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. შენობები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ბაღების მშენებლობა 2026 წელს დასრულდება.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასრულდა სოფელ აგარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციაც. შენობის სახურავი სრულად შეიცვალა. განხორციელდა შენობის მთლიანი შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, შეიცვალა კარ-ფანჯრები. ფასადი სრულად შეიფუთა საფასადე ფილებით. სკოლის ტერიტორიაზე მოეწყო მწვანე ზონები. რიგ ადგილებში განხორციელდა ფერდსამაგრი სამუშაოებიც.

Continue Reading

Previous: რასა იუკნევიჩიანეს მსგავსი პოლიტიკოსები გვახსენებენ იმ ფაქტს, რომ ბოლშევიზმიც, ფაშიზმიც და აგრესიული ლიბერალიზმიც ევროპის პირმშოა, რომლის დავიწყებაც გვინდა, მაგრამ თავად არ გვავიწყებენ
Next: ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე რომ დახოცა ბიჭები, ფიქრობს რა გავაკეთო და დაურეკეს გურამ დონაძეს. დადგეს ყალბი სცენარი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025