Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველა თვალსაზრისით იყო ურთულესი ვითარება, პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს

მარშალ პრესი 27/04/2025
irakli kobakhidze

პოლიტიკაში შემოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში.

მთავრობის მეთაურის თქმით, მაშინ იყო ძალიან მძიმე ვითარება ქვეყანაში ყველა მიმართულებით.

„ეს ეხებოდა, პირველ რიგში, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, სამართლის უზენაესობას, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. ყველა თვალსაზრისით იყო ურთულესი ვითარება და ასეთ დროს საზოგადოებას ჰქონდა ერთგვარად იმედიც კი გადაწურული, რომ ეს მდგომარეობა შეიძლებოდა შეცვლილიყო, თუმცა ზუსტად ამ დროს, პოლიტიკაში შემოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს.

იგივე, რომ ავიღოთ მდგომარეობა, როგორიც იყო მაგალითად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სადაც ფიქსირდებოდა სისტემური წამების პრაქტიკა, არაადამიანური მოპყრობა, დღეს ვითარება, ყველამ იცის, რომ არის რადიკალურად განსხვავებული. იგივე ხდებოდა ქუჩაშიც, სადაც, მაგალითად 150-ზე მეტი ადამიანი უბრალოდ ქუჩაში მოკლეს. ხშირ შემთხვევაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდათ კრიმინალთან, თუმცა მათ იმეტებდნენ ძალიან მარტივად იმიტომ, რომ ეს იყო მაშინდელი რეჟიმის დაკვეთა“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ – 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი
Next: ხელისუფლებას დააბრალო, რომ მას უნდა საქართველოს მოქალაქეებს წაართვას უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, აბსურდულია. მართლაც უსუსურად გამოიყურებიან, აღარ იციან რაზე ააგონ პოლიტიკური დღის წესრიგი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.