Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ – 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი

მარშალ პრესი 27/04/2025
irakli kobakhidze

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“.

პრემიერის თქმით, 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი.

„ჩვენ გვიწევდა ძალდატანებული კოჰაბიტაციის რეჟიმში ცხოვრება წლების განმავლობაში. რაღაც დონეზე დღემდე შენარჩუნდა ეს რეჟიმი, თუმცა, დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ვითარება. ამას ბუნებრივია, დრო დასჭირდა. დღეს ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ბოლომდე დავამტკიცოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. წლიდან წლამდე მივდიოდით ჩვენ აქამდე.

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ. 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი. 9 წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა უცხოური აგენტურა. დღეს არის ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება, როდესაც ქვეყანამ დაიბრუნა რეალური სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ
Next: ყველა თვალსაზრისით იყო ურთულესი ვითარება, პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.