Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არა, პირდაპირ შტურმით უნდა დაგვემხო ეს ხელისუფლება და იქნებოდნენ ღირსები – მარიზა კობახიძე

მარშალ პრესი 26/04/2025
mariza kobakhidze

დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად აქციაზე იმყოფება ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა, მარიზა კობახიძე.

მარიზა კობახიძის განცახდებით, ძალიან შეცდნენ, რომ პროტესტი ამდენ ხანს გაგრძელდა, რადგანაც პირდაპირ შტურმით უნდა მომხდარიყო ხელისუფლების დამხობა.

„ძალიან ვცდებით, რომ ამდენ ხანს გავაგრძელეთ პროტესტი ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ძალიან ბევრი ხალხი იდგა ქუჩაში ასე კი არ უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ მხარეს, რომ ადამიანურად ვიქცეოდით.

არა, პირდაპირ შტურმით უნდა დაგვემხო ეს ხელისუფლება და იქნებოდნენ ღირსები. ჩვენ ვიქცევით ნორმალურად, ისინი იქცევიან არანორმალურად. გოგონას, რომელსაც თმები მოქაჩა ვიღაც პოლიციელმა დააწინაურეს, ხალხის ჯინაზე იქცევიან, ამიტომ, თვითონ, რომ დასრულდებიან, ისინი ყველა დასრულდებიან, ვინც დაწინაურებულია. მე ვუერთდები ყველა პროტესტს, ის იქნება პატიმრებისადმი მიძღვნილი, თუ ყველა პროტესტში მივიღებ მონაწილეობას იმაზე მეტად, ვიდრე ელოდებიან. აუცილებლად არ დასრულდება პროტესტი. 150-ე დღე კი არა, 250-ეც რომ გავიდეს ესენი ყველაზე მეტად რასაც ოცნებობენ, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩაატარონ, ადგილობრივ არჩევნებს ვერ ჩაატარებენ, იმიტომ რომ ჩვენ არ მივცემთ ამის საშუალებას და არც იმისას, რომ პატიმრები გამოუშვან იმის ვაჭრობით, რომ არჩევნები ჩაატარონ“,-განაცხადა მარიზა კობახიძემ.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში არსებობს მყარი პოზიცია, რომ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა გაღრმავდეს და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს
Next: გვიხარია, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ არა მხოლოდ ამხილა მავნე პრაქტიკა, არამედ თავადაც დაიწყო რისკების დაზღვევა, რომ უცხოურ გავლენას სჭირდება გამჭვირვალობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.