Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში არსებობს მყარი პოზიცია, რომ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა გაღრმავდეს და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს

მარშალ პრესი 26/04/2025
levan davitashvili

ვფიქრობ, ამერიკასა და საქართველოს აქვს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პოტენციალი როგორც სავაჭრო ურთიერთობებში, ასევე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის კუთხით და საინვესტიციო მიმართულებით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან იმ პრიორიტეტებზე საუბარი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გააჩნია და სრულად თანხვედრაშია პრეზიდენტ ტრამპის ხედვებთან“ – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ დღის წესრიგი იყო საკმაოდ დატვირთული, შედგა საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ბევრ უწყებასთან, რომლებიც ძირითადად ეხებოდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ეკონომიკის მიმართულებით, თუმცა, პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან პოლიტიკური კუთხით თანამშრომლობის საკითხებიც იყო განხილვის საგანი.

„შეხვედრები შედგა სახელმწიფო დეპარტამენტში, კომერციისა და სახაზინო დეპარტამენტებში, ამერიკის „ექსიმ ბანკში“, ასევე გვქონდა შეხვედრა თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში. ვისაუბრეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ვფიქრობ, ამ კუთხით ამერიკას და საქართველოს მართლაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი – ეს იქნება როგორც სავაჭრო ურთიერთობები, ასევე საინვესტიციო მიმართულებები ტრანსპორტის, ლოგისტიკის სფეროში და და თანამშრომლობა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროებში. ეს იყო, ფაქტობრივად, ყველა შეხვედრაზე განხილვის საკითხი, რომელიც, ვფიქრობ, ორივე მხარისთვის არის თანაბარწილად მნიშვნელოვანი“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს პოზიციების ძალიან მჭიდრო თანხვედრა, და თანამშრომლობის პერსპექტივები არის ძალიან დიდი.

„აქედან გამომდინარე, ვისაუბრეთ სწორედ შესაძლებლობებზე, რომელიც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ორ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს. სამწუხაროა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება შეჩერდა წინა ადმინისტრაციის დროს, ფორმალურად, თუმცა, არსებობს ძალიან მყარი პოზიცია ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში, რომ ეს სტრატეგიული თანამშრომლობა არათუ გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს და ხარისხობრივად, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, რაც პრაქტიკულად იქნება ხელსაყრელი ორივე ქვეყნისთვის“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: გურიის რეგიონში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
Next: არა, პირდაპირ შტურმით უნდა დაგვემხო ეს ხელისუფლება და იქნებოდნენ ღირსები – მარიზა კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.