Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ირაკლი შიოშვილი სპეციალურად მოწყობილი ავტოტრანსპორტის მეშვეობით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება

მარშალ პრესი 15/06/2022
შიოლაშვილი
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური სოფელ აწყურში, სოფლების ზემო ხოდაშნისა და აწყურის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
➡️ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, მოსახლეობის მიერ ძირითად მოსაგვარებელ საკითხად საჯარო სკოლის ახალი სახურავით გადახურვა დასახელდა. მოსახლეობასთან ერთობლივად, ღია სივრცეში შეხვედრის დასრულების შემდეგ, ასევე, შედგა ინდივიდუალურად შეხვედრა კაბინეტურ ფორმატში, სპეციალურად მოწყობილი ავტოტრანსპორტის მეშვეობით. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ინიციატივით რეგიონში ადმინისტრაციული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებული პირადად ჩავა და შეხვდება ადგილობრივ მცხოვრებელებს, კაბინეტურ ფორმატში, სპეციალურად მოწყობლი ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
➡️შეგახსენებთ რომ, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში და რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა მიღების დღედ განსაზღვრულია ყოველი კვირის სამშაბათი, ხოლო დამატებით გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი პირადად ჩავა და ადგილზე არსებული საჭიროებების განსაზღვრისათვის, ადმინისტრაციული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სამიზნე სოფლებში შეხვდება ადგილობრივ მცხოვრებლებს.

Post navigation

Previous: თუ აქციაზე არ მოგროვდა ხალხის შთამბეჭდავი რაოდენობა, რისი რისკიც არსებობს ეს ცუდად იქნება აღქმული როგორც თბილისში ისე ევროპაში
Next: დავით ქართველიშვილი: თეიმურაზი,, გამოუცდელი კადრი, ჯერ საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლად, შემდეგ, საგარეო სამინისტროს მრჩევლად დაუნიშნეს. ქეთევანი, ერთი უბრალო სპორტული რედაქტორი, უსწრაფესად დაუწინაურეს და თეთრი სახლსა და ვაშინგტონში კორესპონდენტად დაუნიშნეს – შედეგიც სახეზეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.