Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევრობიუროკრატების თანახმად, სადაც არის ომი, თურმე იქ არის დემოკრატია, სადაც არის მშვიდობა იქ არ არის დემოკრატია

მარშალ პრესი 24/04/2025
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროპელი ლიდერების მიერ საქართველოს ომში ჩართვის მოწოდებებს მედიასთან ეხმიანება. გურამ მაჭარაშვილის თქმით, საქართველოსა და მოლდოვას შედარება არარელევანტურია, რადგან მოლდოვა სნგ-ს წევრია და კორუფციაშია ჩაფლული, საქართველოსთვის კი მოლდოვისთვის მიბაძვა უკუსვლას ნიშნავს. დეპუტატმა მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორის განცხადება გაიხსენა, სადაც მან განაცხადა, რომ უკრაინაში დემოკრატიის წინსვლა, საქართველოში კი უკუსვლაა.

„რუსეთის ინტერესი ომის დაწყებასთან დაკავშირებით რუმინეთში და საქართველოში ერთი და იგივეა? რუმინეთში რომ ომი გააჩაღოს რუსეთმა დიდი არგუმენტები უნდა ჰქონდეს და საქართველოში აგერ არის შემოსული, ნაცმოძრაობის დროს.

მოლდოვაშიც რა სიტუაციაა კარგად ვხედავთ, სნგ-ს წევრია მოლდოვა და შევიდეთ ჩვენც? კორუფციის ჭაობია – საერთაშორისო ინსტიტუტები აფასებენ ასე და ჩვენც კორუფციაში ჩავეფლოთ? რეგრესი განვიცადოთ? არა მგონია, რომ რელევანტური შედარება იყოს. უკრაინას გვადარებდნენ, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა თქვა როგორც უკრაინა ებრძვის რუსეთსო, ისე უნდა იყოთ თქვენც, დემოკრატია უკრაინაში ვითარდება და საქართველოში უკან მიდისო. ანუ სადაც არის ომი თურმე იქ არის დემოკრატია, სადაც არის მშვიდობა იქ არ არის დემოკრატია. ეს არის მათი პირდაპირი ნარატივი და ამაზე მეტი მტკიცებულება რა შეიძლება იყოს,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, ამის მსურველი ბევრი სხვა პარტია გამოჩნდება
Next: ეუთოს გენმდივნის საქართველოში და ვიცე-პრემიერის ვაშინგტონში ვიზიტებმა ოპოზიციის თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნას უფრო მკვეთრი ხაზი გაუსვა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025