Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, ამის მსურველი ბევრი სხვა პარტია გამოჩნდება

მარშალ პრესი 23/04/2025
guram macharashvili

„თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიცია პატრონების დავალებას ელოდება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რადიკალური ოპოზიცია ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, რადგან, რომც არ მიიღონ მონაწილეობა, ამის მსურველი ბევრი სხვა პარტია გამოჩნდება.

„გიგი უგულავამ პირდაპირ თქვა – უცხოეთიდან თუ გვეტყვიან, მონაწილეობა მიიღეთ თვითმმართველობის არჩევნებში, მოგვიწევს მონაწილეობაო. ამაზე მეტი რა თქვან? ზოგადად კი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რადიკალური ოპოზიცია ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, რადგან „ნაცმოძრაობას“ ისედაც ბოლო ჟამი უდგას. რომც არ მიიღონ მონაწილეობა, ამის მსურველი ბევრი სხვა პარტია გამოჩნდება. მათ შორის, იაგო ხვიჩიას „გირჩი“ მანამდეც, თავიდანვე აფიქსირებდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებული იყო. პარტიის არსი სწორედ ეს არის – არჩევნებში იღებდეს მონაწილეობას. თუ არ იღებს, მაშინ რევოლუციისთვის უნდა ემზადებოდეს, რასაც რადიკალები, სხვათა შორის, ასევე აღიარებენ. ეს არის მათი ნაკლი სწორედ, რომ თავიანთ კრიმინალურ მიზნებს პირდაპირ აღიარებენ. აცხადებენ, რომ არჩევნებით ვერ მოდიან ხელისუფლებაში და აჯანყება და უბედურებაღა დარჩათ გამოსავლად. რა თქმა უნდა, ჩვენი შემდგარი და სუვერენული სახელმწიფო ამის საშუალებას მათ არ მისცემს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე გაეროს ელჩებთან შეხვედრაზე – გლობალური პარტნიორობის განმტკიცება საქართველოსთვის კვლავ უმთავრესი პრიორიტეტია
Next: ევრობიუროკრატების თანახმად, სადაც არის ომი, თურმე იქ არის დემოკრატია, სადაც არის მშვიდობა იქ არ არის დემოკრატია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.