Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ რამე გაკეთდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე „ქართული ოცნების“ დამსახურებაა

მარშალ პრესი 21/04/2025
lado bojadze

ყველაფერი, თუ რამე გაკეთდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე „ქართული ოცნების“ დამსახურებაა და რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ყველაფერს გავაკებთ, რომ 2030 წელს ვიყოთ ყველაზე მომზადებული კანდიდატი სახელმწიფო იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი,- განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ უვიზო რეჟიმის გამკაცრებაზე საუბრისას.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია თავიდანვე ხელს უშლიდა უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას.

„ოპოზიცია მუდმივად ცდილობდა, დაწყებული ჯერ კიდევ უვიზო მიმოსვლის მიღების დროიდანვე, რომ ჯერ არ გაეფორმებინათ ასოცირების ხელშეკრულება, არ მიგვეღო უვიზო მოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, გახსოვთ როგორ სპეკულირებდნენ. ოპოზიციის სურვილი, მათ შორის, ევროკავშირის ბიუროკრატიისა და ნაწილი ქვეყნებისა, მაინც ამ მექანიზმის გამოყენება არ და ვერ მოხდა იმიტომ, რომ ამის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა. ახლა ოპოზიცია ცდილობს, რომ თითქოს ისინი იცავენ ევროკავშირისგან, უვიზო მიმოსვლის შეწყვეტისგან ჩვენს ქვეყანას, თუმცა, იცით თქვენ, რომ ყველაფერი, თუ რამე გაკეთდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე „ქართული ოცნების“ დამსახურებაა და რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ყველაფერს გავაკებთ, რომ 2030 წელს ვიყოთ ყველაზე მომზადებული კანდიდატი სახელმწიფო იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი“,- განაცხადა ბოჟაძემ.

Post navigation

Previous: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო
Next: საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ საქართველო 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.