Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

მარშალ პრესი 21/04/2025
mikheil mixeil kavelashvili

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილი მან სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო.

ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიასა და მილიონობით მორწმუნეს მთელ მსოფლიოში.

რომის პაპი ფრანცისკე სამუდამოდ დარჩება მსოფლიო ისტორიაში, როგორც ღირსების, თავმდაბლობისა და თანაგრძნობის სიმბოლო – მშვიდობისა და ერთიანობის მქადაგებელი, რომელიც შთააგონებდა და რწმენით ავსებდა ადამიანებს.

მისი სიმტკიცე, ურყევი ერთგულება და სამართლიანობა მომავალი თაობების შთაგონების წყარო იქნება.

მარადისობას დარჩება მისი სახელი და ღვაწლი!“ – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
Next: თუ რამე გაკეთდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე „ქართული ოცნების“ დამსახურებაა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025