
„ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის გამო სალომე ზურაბიშვილს ვერ შეეგუება და ლიდერად ვერ მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს დაკარგავენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციაში მყოფთა სლოგანი ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლაა.
„სალომე ზურაბიშვილი დედოფალი ვერ გახდა. ის ქოლგაც ვერ დაიჭირა, რითიც იმუქრებოდა, რომ მისი ქოლგის ქვეშ ოპოზიცია გაერთიანდებოდა. ვინც ოპოზიციაშია, ყველას სლოგანია, რომ ხელისუფლება რევოლუციის გზით უნდა შეიცვალოს. შემდეგ დალაგდებიან, თუმცა სალომე ზურაბიშვილი მისაღები არ არის. „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის გამო სალომე ზურაბიშვილს ვერ შეეგუება და ლიდერად ვერ მიიღებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს დაკარგავენ. ამ განცხადებების უკან გარკვეული კონსპირაცია და შეთანხმებაა, როცა დაპირისპირება უნდა გაითამაშონ. ამ დაპირისპირებაში სალომე ზურაბიშვილი დასახურდავებელ მონეტადაც განიხილება. მეორე მხარეა, რომელიც ფიქრობს, რომ ევროპა სალომე ზურაბიშვილის მიმართ მოწყალე თვალით ისევ მოიხედავს და ამას ანგარიში უნდა გაუწიონ. ეს არ არის ემოცია, ოპოზიციაში დანაშაულის ჩამდენი ადამიანები არიან და მათი ფუთფუთი გარკვეულ გეგმას ემსახურება“, – განაცხადა ვოლსკიმ.