Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხოშტარია არის მკაფიო, ნათელი მაგალითი ორმაგი აგენტის

მარშალ პრესი 18/04/2025
david matikashvili

საზოგადოება როდესაც უყურებს ელენე ხოშტარიას, რწმუნდება, რომ არანაირი მორალური კომპასი რადიკალურ ოპოზიციას არ გააჩნია, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა. მან ამგვარად შეაფასა რუსეთიდან ელენე ხოშტარიასთვის რუსეთიდან გაზრდილი დაფინანსების შესახებ ინფორმაცია.

„ხოშტარია არის მკაფიო, ნათელი მაგალითი ორმაგი აგენტის – როგორ შეიძლება, იღებდე საკმაოდ დიდ ფულად სახსრებს რუსეთისგან, ამ დროს გქონდეს რაღაც ევროპული მანტია მორგებული და ცდილობდე საზოგადოების მოტყუებას. საზოგადოება როდესაც უყურებს ელენე ხოშტარიას, რწმუნდება, რომ არანაირი მორალური კომპასი რადიკალურ ოპოზიციას არ გააჩნია და ყველაფერი არის სრული აბსურდი, რაზეც ისინი აპელირებენ, ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას რუსეთიდან დაფინანსება გაეზარდა. მხოლოდ აპრილის თვეში მის ოჯახს 250 ათას დოლარამდე ჩაერიცხა. ხოშტარიების ოჯახი „ქრონიკის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

Continue Reading

Previous: ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია. რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მათთვის მისაღებია. ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალები ქუჩაში
Next: „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის გამო სალომე ზურაბიშვილს ვერ შეეგუება და ლიდერად ვერ მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს დაკარგავენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025