Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არასამთავრობოები და მათი დონორები დღეს არიან მთავარი წყარო სიძულვილის გაღვივების და სამოქალაქო უთანხმოების შემოტანის მცდელობისა

მარშალ პრესი 14/04/2025
shalva papuashvili

არასამთავრობოები და მათი დონორები დღეს არიან მთავარი წყარო სიძულვილის გაღვივების და სამოქალაქო უთანხმოების შემოტანის მცდელობისა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიძულვილის კამპანიაზე საუბრისას.

„შეგახსენებთ რა გვაკადრეს დონორებმა და მათმა „ენჯეოებმა“ 9 აპრილს, როდესაც გადაეღობნენ 9 აპრილის მონაწილეებს, მოქალაქეებს, ვისაც სურდა მისულიყო და პატივი მიეგო 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულების ხსოვნისთვის. სურდათ იმ თარიღში, რომელიც მთლიანად ერს აერთიანებს, შემოეტანათ დაყოფა. ეს გაკეთდა დონორების დაფინანსებით, რამდენიმე ენჯეოს ხელით. ამას მოჰყვა სიძულვილის და ზიზღის კამპანია, რომელიც რამდენიმე „ენჯეოს“ მხრიდან, დონორების ხელშეწყობით არის მართული. არც ერთი დონორი დღემდე არ გამიჯვნია ამ საზიზღარ კამპანიას, რომელსაც აწარმოებს რამდენიმე „ენჯეო“, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სახლთან მივარდნა შუაღამეს, როცა იქ მცირეწლოვანი ბავშვიც იყო, მუქარები, სიკვდილისთვის გამეტება და ა.შ.

არც ერთი დონორი, რომელიც ამ ორგანიზაციებს აფინანსებს, არაფრად არ აგდებს ქართულ ქართულ საზოგადოებას. ის მაინც თქვან, რომ მიუღებელია, არ შეიძლება ან არასწორია. თვითონ გამონახონ სიტყვები, თუნდაც რბილად თქვან რამე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა სისხლისმსმელ რეჟიმთან გვქონდა საქმე
Next: თეა წულუკიანი გახარიას: ყველა ინტერვიუში ნათქვამი გაქვთ, რომ ყველა გადაწყვეტილებას [20 ივნისს] ოპერაციის მართვისას, მათ შორის, ტყვიების გამოყენებაზე, იღებდით თქვენ, ახლა ამბობთ, რომ ბრძანება არ გაგიციათ და დააბრალეთ კონკრეტულ პოლიციელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.