Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა სისხლისმსმელ რეჟიმთან გვქონდა საქმე

მარშალ პრესი 14/04/2025
eka sepashvili

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას დაბარებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 2012 წლის შემდეგ ამ რეჟიმის წარმომადგენლები კვლავ აგრძელებენ საქმიანობას, რაც გახდა კომისიის მუშაობის არეალის გაზრდის მიზეზი.

ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებისათვის კომისიის საქმიანობას. მისი თქმით, ყველამ ცხადად
იხილა რეჟიმის დანაშაულებრივი სახე.

„საგამოძიებო კომისიის მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ჩვენ მომსწრე გავხდით იმ ცალკეული შემზარავი დეტალის, რომლის შესახებაც საზოგადოებისათვის არაფერი იყო ცნობილი. კომისიის მუშაობამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა სისხლისმსმელ რეჟიმთან გვქონდა საქმე.

ნიშანდობლივია, რომ 2012 წლის შემდეგ ამ რეჟიმის წარმომადგენლები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა თუ NGO- ს მეშვეობით კვლავ აგრძელებენ საზოგადოების წინააღმდეგ მოქმედებას. არა მარტო საზოგადოების, არამედ საქმიანობენ ზოგადად ქვეყნის, მისი განვითარებისა და მშვიდობის წინააღმდეგ.

სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ 2012 წლის შემდეგაც გაგრძელდა კომისიის მუშაობის არეალი და სწორედ მუშაობის ამ ფარგლებში იქნება მიწვეული გიორგი გახარია, რომლის საქმიანობითაც გამჟღავნდა, რომ თურმე, ის ნაციონალური მოძრაობის მიზნების ასრულებაში იღებდა უშუალო მონაწილეობას,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ქართული ენა ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა
Next: არასამთავრობოები და მათი დონორები დღეს არიან მთავარი წყარო სიძულვილის გაღვივების და სამოქალაქო უთანხმოების შემოტანის მცდელობისა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.