Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქართული ოცნების“ გაცხადებული მიზანია, რომ თანამდებობის პირები, რომლებიც 2003-2012 წლებში მართავდნენ სახელმწიფოს და ჩადიოდნენ დანაშაულებს, ვეღარ მოვიდნენ ხელისუფლებაში

მარშალ პრესი 11/04/2025
tea tsulukiani

ჩვენი კომისიის გაცხადებული მიზანია, რომ ამ კომისიის დასკვნის შემუშავების შედეგად, შეფასდეს ის ხელისუფლება, რომელიც მართავდა საქართველოს სახელმწიფოს 2003-2012 წლების პერიოდში. მარტივად რომ ვთქვათ, ვარდების რევოლუციიდან, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დასკვნის მიზანი უნდა იყოს, შეფასებასთან ერთად, გარკვეული რეკომენდაციების გაცემა.

„რეკომენდაციები შეიძლება, იყოს კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე ზოგადი, ან უფრო მასშტაბური სახისაც. ერთი რამ, რაც შეიძლება, უკვე ახლავე ითქვას, არის ის, რაც ძირშივე, თავიდანვე, როდესაც „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის საპარლამენტო უმრავლესობის და მთავრობის მიერ იქნა გაცხადებული და მხარდაჭერილი, არის შემდეგი, რომ ის ადამიანები, პოლიტიკური თანამდებობის პირები, ვინც იმ პერიოდში მართავდნენ სახელმწიფოს და ჩადიოდნენ ისეთ დანაშაულებს, როგორიც არის: სახელმწიფოს ხელით, ანუ მისი წარმომადგენლების მიერ ოჯახებში შევარდნა და მკვლელობები, ქუჩაში დახვედრა და მკვლელობები, ქონების წართმევა და ბიზნესის რეკეტი, მედიათავისუფლების ხელყოფის უხეში ფაქტები, პირად ცხოვრებაში ჩარევა და პრაქტიკულად, საძინებლებშიც კი შესვლა, კადრების გადაღება და შემდეგ ამით ადამიანების დაშანტაჟება, განსხვავებული აზრის იარაღით ხელში დევნა, მუქარა, 2008 წლის აგვისტოში მშვიდობიანი მოსახლეობის გაწირვა, ტერიტორიების დაკარგვა, ქართული ჯარის შეურაცხყოფა და მისი მსხვერპლად ქცევა არაპროფესიონალების ხელში. რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა – აი, ეს ყოველივე ვინც ჩაიდინა, პოლიტიკური თანამდებობის პირები, ვეღარასდროს ვეღარ მოვიდნენ ხელისუფლებაში და მათ რეალურად აღარ ჰქონდეთ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის უფლება, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიაშიც არ უნდა იყვნენ ისინი, ამჟამად მოქმედ პარტიებში, თუ სამომავლოდ რაიმე პარტიას თუ დააფუძნებენ. ყველა ნორმალურ სახელმწიფოში და ამის მაგალითები მსოფლიოში არსებობს, ყველაზე ცნობილი მაგალითი ალბათ გერმანიაა, მაგრამ არის სხვა ქვეყნებიც, რომლებმაც ათეული წლები მოანდომეს ჭრილობების მოშუშებას და თქვეს, რომ ასეთი ადამიანები აღარ უნდა იყვნენ პოტენციური კანდიდატებიც კი ხელისუფლებაში მოსვლის. ეს არის გაცხადებული მიზანი სწორედ ამ კომისიის სამუშაოსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის საჯაროობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება იყო, რომ ეს კომისია შექმნილიყო და სწორედ საჯაროობა ყოფილიყო წამყვანი მეთოდი მუშაობის და არა ის, რომ რომელიღაც სასამართლო დარბაზში, რომელიღაც საგამოძიებო ოთახში მხოლოდ ადვოკატების მონაწილეობით მხარეები ერთმანეთს არგუმენტებს უცვლიდნენ. ეს არის საჯარო პროცესი და იმ პოლიტიკური პირებისთვის, ვინც ყოველივე ამას ჩადიოდა, ალბათ, საკმაოდ მტკივნეულიც“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: ეუთო/ოდირის შეფასება ყველას გვახსოვს: „ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, საქართველოში არჩევნები შედგა“ – ამიტომ PACE-ს განცხადება, რომ თქვენ თუ გინდათ, საპარლამენტო ფორუმზე დელეგაცია გყავდეთ ახალი არჩევნები ჩაატარეთო, არის წარმოუდგენელი რამ
Next: ვინც ობიექტურად აფასებს მოვლენებს, ყველასთვის ცხადია, რაც ხდება საქართველოს გარშემო, ჩვენ ვართ ორიენტირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე, ყველა სახელმწიფო სწორედ ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.