Skip to content
02/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეუთო/ოდირის შეფასება ყველას გვახსოვს: „ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, საქართველოში არჩევნები შედგა“ – ამიტომ PACE-ს განცხადება, რომ თქვენ თუ გინდათ, საპარლამენტო ფორუმზე დელეგაცია გყავდეთ ახალი არჩევნები ჩაატარეთო, არის წარმოუდგენელი რამ

მარშალ პრესი 11/04/2025
irakli qadagishvili

PACE-ს რეზოლუცია, იქნება ერთ-ერთი სუსტი და არასახარბიელო ფურცელი მის ისტორიაში. ამ სუსტი და არაფრისმთქმელი რეზოლუციის გასამართლებლად 9 აპრილის ჯახი იქნებოდა ერთგვარი საფუძველი, მათი რეზოლუციის გასამყარებლად. ეს არ მოხდა, ამიტომ ეს რეზოლუცია მართლა ცაში გამოკიდებული დარჩა,- განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „დიდ გადაცემაში“ სტუმრობისას.

ქადაგიშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირის შეფასება ყველას კარგად ახსოვს, რომ „ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, საქართველოში არჩევნები შედგა“ , ამიტომ PACE-ს განცხადება, რომ საქართველოს თუ უნდა, რომ საპარლამენტო ფორუმზე დელეგაცია გყავდეთ ახალი არჩევნები ჩაატარეთო არის წარმოუდგენელი რამ.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, საერთოდ ევროსაბჭო და ევროპა იძახდა, რომ შეფასება ეუითო/ოდირისა იქნება ჩვენთვის გზამკვლევი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებითო, ეუთო/ოდირის შეფასება ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს: „საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, საქართველოში არჩევნები შედგა“. კრიტიკული შენიშვნა რაღაცა დოზით ყველა არჩევნებს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ახლავს და ეს შენიშვნა აქაც შეიძლება ყოფილიყო ზოგი რელევანტური, ზოგი ნაკლებად რელევანტური. მაგრამ არჩევნები შედგა – ეს იყო მათი პოზიცია, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, მათ შორის, ეუთო/ოდირზე, მათ ეს პოზიცია არ შეცვალეს და ეს პოზიცია ასე დარჩა. ამიტომ PACE-ს განცხადება, რომ ასე ვთქვათ, თქვენ თუ გინდათ, რომ საპარლამენტო ფორუმზე დელეგაცია გყავდეთ ახალი არჩევნები ჩაატარეთ ეს არის წარმოუდგენელი რამ. ეს ის კი არ არის, რომ ამ ხელისუფლებისთვის არის მიუღებელი, ზოგადად ქვეყანა როდესაც ამბობს, რომ მე ვარ სუვერენული ქვეყანა და მე დემოკრატიული პროცესებით მაცხოვრებელი ქვეყანა ვარ, წარმოუდგენელია, რომ ვიღაცა ყოველგვარი დასაბუთების, კონკრეტული ფაქტების, რეალობის გარეშე გეუბნებოდეს, რომ აი ასე არ მომეწონა შენი მოსახლეობის არჩევანი და მოდი ახლა გააუქმე და დანიშნე არჩევნები ახალი თამაშის წესებით, რომელიც უკვე ჩემს შედეგს დადებს. ეს ნიშნავს, რომ შენ ქვეყანა არ ხარ“,-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული რეზოლუცია არის შავი ლაქა PACE-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში.

„აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ შენ „ქართული ოცნება“ ხარ თუ არა, ქვეყანა ხარ თუ არა იმაზეა ლაპარაკი. ასეთი პრეცედენტის დაშვება ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ დროს შენ შეგიძლია, არჩევნები ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ვიღაცის მოთხოვნის გამო გააუქმო. ჩვენ ასეთი უმძიმესი გამოცდილება 2003 წელს გვქონდა და ეს გამოცდილებაც ალაპარაკებდათ ალბათ, როდესაც ამას გველაპარაკებოდნენ. როდესაც არჩევნები, რომელიც 7 სუბიექტის პარლამენტში მოხვედრით დასრულდა ადგნენ და გააუქმეს, თან გააუქმეს პარადოქსულად. მაშინ საზოგადოება ამას კიდევ ვერ აღიქვამდა ასე, მაგრამ დღეს უკვე სხვა ვითარებაა, ამიტომაც არის, რომ PACE-ს ეს რეზოლუცია მარტივად, რომ ვთქვა არის შავი ლაქა PACE-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
Next: „ქართული ოცნების“ გაცხადებული მიზანია, რომ თანამდებობის პირები, რომლებიც 2003-2012 წლებში მართავდნენ სახელმწიფოს და ჩადიოდნენ დანაშაულებს, ვეღარ მოვიდნენ ხელისუფლებაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025