Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს აიკრძალა პატიმრების C ჰეპატიტზე შემოწმება, რათა სახელმწიფოს მათი მკურნალობის ვალდებულება არ ჰქონოდა

მარშალ პრესი 10/04/2025
sozar subari

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილებოდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდული სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ნოდარ მუსერიძის მოსმენისას, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დამადასტურებელი კიდევ ერთი ისტორია გაიხსენა.

სოზარ სუბარის თქმით, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს აიკრძალა პატიმრების C ჰეპატიტზე შემოწმება, რათა სახელმწიფოს მათი მკურნალობის ვალდებულება არ ჰქონოდა. „ბატონმა ნოდარმა აღნიშნა, რომ ჰეპატიტი მქონდაო.

ის უკვე დიაგნოზით შევიდა ციხეში და ამიტომ იცოდა ამის შესახებ, თორემ, ზოგადად, მაშინ პატიმრის შემოწმება ჰეპატიტზე აკრძალული იყო. განსაკუთრებით მკაცრად აიკრძალა მას შემდეგ, რაც 2009 წლის 24 თებერვალს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაავალა საქართველოს, რომ პატიმარ პოღოსიანისთვის, რომელსაც C ჰეპატიტი ჰქონდა, ემკურნალა. ამის მერე სასწრაფოდ აკრძალეს C ჰეპატიტის სკრინინგი, ხოლო პატიმარი პოღოსიანი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ციხიდან გაუშვეს და სტრასბურგს მისწერს, რომ ასეთი პატიმარი არ არსებობდა. ამ პატიმარმა გაასაჩივრა ეს – ახლა გამიშვეს, რომ ჩემთვის არ ემკურნალათ და სახელმწიფოს მაინც აქვს ჩემს მიმართ ეს ვალდებულებაო, მაგრამ, სანამ საქართველოში არსებული ეს სასამართლო პროცესი ბოლომდე მივიდოდა, ის მკურნალობის გარეშე გარდაიცვალა…“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: დავით გურგენიძე მინისტრ ეკატერინე შარაშიძის ხელმოწერილ დოკუმენტზე: პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იქნებ დაადგინოს სახელმწიფო ბიუჯეტში თუ არის შესული რამე თანხა. არცერთი თეთრი უნივერსიტეტში არ არის შემოსული
Next: დღეს დასავლეთი, მორალურად და პოლიტიკურად გახრწნილი მმართველი კლასის ხელშია, ბრიტანეთის მმართველი პარტიის წევრს, რომელიც პედოფილიასა და ბავშვთა გაუპატიურებაშია ბრალდებული, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.