Skip to content
10/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით გურგენიძე მინისტრ ეკატერინე შარაშიძის ხელმოწერილ დოკუმენტზე: პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იქნებ დაადგინოს სახელმწიფო ბიუჯეტში თუ არის შესული რამე თანხა. არცერთი თეთრი უნივერსიტეტში არ არის შემოსული

მარშალ პრესი 10/04/2025
davit gurgenidze2

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ თემად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ ისაუბრა.

გურგენიძემ წარმოადგინა 2008 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ეკატერინე შარაშიძის ხელმოწერილი დოკუმენტი და საგამოძიებო კომისიას თხოვნით მიმართა, დადგინდეს აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული თანხიდან სახელმწიფო ბიუჯეტში თუ არის შესული რაიმე თანხა.

„ჩვენთვის უცნობია და ძალიან გთხოვთ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იქნებ დაადგინოს სახელმწიფო ბიუჯეტში თუ არის შესული რამე თანხა, რამდენიმე თეთრი მაინც, რამეთუ მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს მინისტრი ქალბატონი ეკატერინე შარაშიძე, რომ 2008 წლის ივნისის თვეში საპრივატიზაციო აუქციონში გამარჯვებულ შპს „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს“, რა თანხაზეა საუბარი ჩვენთვის უცნობია, გადაუვადდეს საპრივატიზაციო ქონების თბილისში კოსტავას ქუჩაზე ამა და ამ მშენებარე ესა და ეს მიწის ნაკვეთისა და მასზე აშენებული ..

ღირებულების გადახდის გრაფიკით დადგენილი პირველი ვადა და დაუდგინდეს საპრივატიზაციო თანხის 50%-ის გადახდა 2008 წლის 30 დეკემბრამდე. ის თანხაც არ იყო გადახდილი და ამ თანხაზეც გაცემულია, რომ უნდა გადახდილიყო შემდეგ. შემდეგ გადაიხადეს თუ არ გადაიხადეს უნივერსიტეტისთვის ცნობილი არ არის, თუმცაღა როგორც წესი უნივერსიტეტში რამე მაინც უნდა შემოსულიყო. არცერთი თეთრი უნივერსიტეტში არ არის შემოსული“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

Post navigation

Previous: გიული ალასანიამ 2006 წელს რექტორს მიმართა წინადადებით, რომ უნივერსიტეტს შეექმნა სამეცნიერო სამაგისტრო სწავლების ცენტრი. რექტორატმა ჩათვალა, რომ ქალბატონი გიულის ლიდერობით ბევრ წარმატებას მივაღწევდით- ამის შემდეგ იწყება წნეხი უნივერსიტეტზე
Next: „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს აიკრძალა პატიმრების C ჰეპატიტზე შემოწმება, რათა სახელმწიფოს მათი მკურნალობის ვალდებულება არ ჰქონოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.