Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამი წლის თავზე კარებზე ზარი იყო და გავაღე კარი და მაწვდიან ფურცელს. ეს როინ შავაძის ოჯახიაო? კითქო. მას დაკითხვაზე იბარებენო. წარმოიდგინეთ რამდენად გვამცირებდნენ და რა დღეში გვაგდებდნენ?! ვკიოდი კაცს მიაკითხეთ სასაფლაოზე და გამოგყვებათ მეთქი

მარშალ პრესი 10/04/2025
cicino shavadze6

2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა, სადაც როინ შავაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

ციცინო შავაძემ ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც როინ შავაძის გარდაცვალებიდან სამი წლის თავზე, მოწმობა მიუტანეს, თითქოს ის სასამართლოში იყო დაბარებული და აღნიშნა, რომ მოგზავნილი ხალხის მეშვეობით ოჯახს ყველანაირად ავიწროებდნენ. „სამი წლის თავზე კარებზე ზარი იყო და გავიხედე, ჩვეულებრივად გავაღე კარი, დგას ახალგაზრდა ქალ-ვაჟი, პოლიციის ფორმა აცვიათ და მაწვდიან ფურცელს. ვერ გავიგე რა ხდება მეთქი.

ეს როინ შავაძის ოჯახიაო? კითქო. მას დაკითხვაზე იბარებენო. წარმოიდგინეთ რამდენად გვამცირებდნენ და რა დღეში გვაგდებდნენ?! სამი წლის შემდეგ, კაცი, რომელიც მიცვალებულია, მასზე ატანენ მოწმობას, რომ სასამართლოშია დაბარებული. მთელი ხმით ვკიოდი, უკვე აღარ შემეძლო, მეთქი არ არის ურიგო, კაცს მიაკითხეთ სასაფლაოზე და გამოგყვებათ მეთქი. მანამდე რომ უკითხიათ ბინა, მეზობლებს უთხოვიათ გეხვეწებით აღარ დაუკაკუნოთ ცოდოები არიან ეგ ხალხიო. მათ მაინც დააკაკუნეს და მაინც მოიტანეს მოწმობა“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.

Post navigation

Previous: როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძე: 14 აგვისტოს დაბრუნდა სახლში. ძალიან სხვანაირი, შეცვლილი. მეგონა, რომ ჩემი მეუღლე აღარ იყო ისეთი, როგორიც წავიდა სახლიდან. დაღლილი, უცხო ადამიანივით, სულ სხვანაირად გამოიყურებოდა
Next: რეჟიმს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს და აგვისტოს ომის მონაწილეს სადისტურად კლავს, პატრიოტიზმზე საუბრის და პოლიტიკაში დარჩენის, არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ აქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.