Skip to content
10/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძე: 14 აგვისტოს დაბრუნდა სახლში. ძალიან სხვანაირი, შეცვლილი. მეგონა, რომ ჩემი მეუღლე აღარ იყო ისეთი, როგორიც წავიდა სახლიდან. დაღლილი, უცხო ადამიანივით, სულ სხვანაირად გამოიყურებოდა

მარშალ პრესი 10/04/2025
cicino shavadzer4

14 აგვისტოს დაბრუნდა სახლში. ძალიან სხვანაირი, შეცვლილი. მეგონა, რომ ჩემი მეუღლე აღარ იყო ისეთი, როგორიც წავიდა სახლიდან. დაღლილი, უცხო ადამიანივით, სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, განიცდიდა ყოველივე ამას,- ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც როინ შავაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

ციცინო შავაძის განცხადებით, შეთავაზებულ ყავაზეც კი უარს იძახდა როინ შავაძე, რადგანაც, როდესაც ჯარისკაცები კვდებოდნენ, ბიჭებს წყალი სწყუროდათ და წყალს ვერ აწვდიდნენ, რადგანაც არ ჰქონდათ.

„ის იყო დიდი, მოსული კაცი, უყვარდა სმა-ჭამა, დავახვედრე ყველაფერი, მაგრამ ვერ ჭამდა, თუ არ ჭამდა არ უნდოდა. ყავა იყო მისთვის ყველაფერი, მაგრამ, რომ მოვუხარშე არაო, გაოცებული დავრჩი, მეთქი შენ ყავას როგორ არ დალევ თქო და შენა მას ვერ გაიგებ შენ ხომ ქალი ხარო, ეს მისის სიტყვები იყო, ჩვენ ბიჭებს წყალი არ ჰქონდათ და მე ყავა როგორ დავლიოო. სააბაზანოში შესვლისას ცელოფანი მოითხოვა, გაოცებული დავრჩი, რისთვის ჭირდებოდა ცელოფანი. მათ ტანზე გაუხდელად იმდენხანს ეცვათ საცვლები და წინდები, რომ ყველაფერი ტანზე შემოეხედათ, ყველაფერი ცელოფანში მოათავსა და ნაგავში გადავყარე. ფეხისგულებიდან სისხლი მოსდიოდა, ისე ჰქონდა გაცრეცილი, უჭირდა სიარული. მეზობლები და ახლობლები მოდიოდნენ, ულოცავდნენ, მაგრამ ყველა გაკვირვებული იყო, იმდენად იყო შეცვლილი. არც მხიარული, არც არაფერი, დუმდა. დივანზე წამოწვა, ჩაეძინა. მომესმა ხმაური, რაღაცას იძახდა, შფოთავდა: „ბიჭებო ხმა ამოიღეთ, პირველი, მეორე გამეცით ხმა“. გაეღვიძა აღარ დაუძინია,“- განაცხადა ციცინო შავაძემ.

Post navigation

Previous: ისიც კი შეეშინდათ, რომ მიცვალებულისთვის საფლავი გაეთხარა ვინმეს. ყველა უარს გვეუბნებოდა. აფრთხილებდნენ, რომ ახლოს არავინ მოგვკარებოდა ჩვენ. ოჯახმა ახლობლების დახმარებით გავთხარეთ საფლავი – ციცინო შავაძე
Next: სამი წლის თავზე კარებზე ზარი იყო და გავაღე კარი და მაწვდიან ფურცელს. ეს როინ შავაძის ოჯახიაო? კითქო. მას დაკითხვაზე იბარებენო. წარმოიდგინეთ რამდენად გვამცირებდნენ და რა დღეში გვაგდებდნენ?! ვკიოდი კაცს მიაკითხეთ სასაფლაოზე და გამოგყვებათ მეთქი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.