Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიახ, ჩვენ მილიონ ორასი ათასი “ოცნების” ამომრჩეველი, ღირსეულად ვითმენთ თქვენს აღვირახსნილობას, ვითმენთ და, როდის აგვევსება მოთმინების ფიალა, არავინ იცის

მარშალ პრესი 10/04/2025
nino jgarkava

ჯგუფ “დაიტოვეში”, ნაზონდერალმა ნანული ჟორჟოლიანმა გასცა ბრძანება; ხედავთ ხომ, როგორ ცდილობენ ჩვენს დატერორებას და წყობიდან გამოყვანას, – წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ ჯგუფ “დაიტოვეში” დაწერილ პოსტს იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნების” მთელი შემადგენლობა წერს, რომ რადიკალები “აჩმორებენ”, ხოლო ნინო ჯღარკავა ისტერიკაშია.

როგორც ჯღარკავა წერს, “ქართული ოცნების” მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი ღირსეულად ითმენს ოპოზიციის აღვირახსნილობას, რომლესაც ლიდერად ოთხი ახალგაზრდა სვანი ბიჭის გამაუბედურებელი ნანუკა ჟორჟოლიანი ჰყავს, თუმცა, მისივე განცხადებით, მმართველი გუნდის მხარდამჭერებს როდის აევსებათ მოთმინების ფიალა, არავინ იცის.

“ჯგუფ “დაიტოვეში”, ნაზონდერალმა ნანული ჟორჟოლიანმა გასცა ბრძანება; ხედავთ ხომ, როგორ ცდილობენ ჩვენს დატერორებას და წყობიდან გამოყვანას. შემირცხვენია ის ოპოზიცია, 4 ახალგაზრდა სვანი ბიჭის გამაუბედურებელი ჟორჟოლიანი რომ ლიდერად ეყოლებათ. დიახ, ჩვენ, მილიონ ორასი ათასი “ოცნების” ამომრჩეველი ღირსეულად ვითმენთ თქვენს აღვირახსნილობას, ვითმენთ და, როდის აგვევსება მოთმინების ფიალა, არავინ იცის. ჩვენ არც ჯალათები ვართ, არც ჯალათის ცოლები, არც ხალხი გაგვიტყავებია და თქვენსავით ხალხის გაუბედურებით მილიონები არ გვიშოვია, 9აპრილიც ჩვენია, 26 მაისიც და 2012 წლის 1 ოქტომბერიც, არ აგარევინებთ!” – წერს ნინო ჯღარკავა Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ლევან სამუშია ვერ პასუხობს კითხვაზე – გაემგზავრა თუ არა მათი პარტიის წევრი მოსკოვში
Next: ჯოჯოხეთი გამოგვატარეს, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, არ გვეტირა – როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.