Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან სამუშია ვერ პასუხობს კითხვაზე – გაემგზავრა თუ არა მათი პარტიის წევრი მოსკოვში

მარშალ პრესი 10/04/2025
levan samushia

ჩვენი პარტიის ლიდერშიპი, ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭო, ჩვენი პარტიის ყველა, ვინც არის, იკითხეთ სად არიან. რა რუსეთში წარგზავნა? – ასე უპასუხა „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან სამუშიამ, შეკითხვას იმის შესახებ, გაემგზავრა თუ არა „ლელოს“ ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარ რომელაშვილი დღეს მოსკოვში.

როგორც სამუშიამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, მან საერთოდ არ იცის თამარ რომელაშვილი ვინ არის და გავრცელებულ ინფორმაციას სიბინძურის ნიაღვარი უწოდა. მისივე თქმით, პარტიის 40 ათასი წევრიდან, ვინ სად მიემგზავრება, ამის შესახებ ინფორმირებული არ არის.

„რა თამარ რომელაშვილი? საერთოდ არ ვიცი. როდესაც ასეთი სიბინძურის ნიაღვარი მოდის, ეს სად იგეგმება იცით? როგორ არის იცით? გაღმით შეედავეო, ზუსტად ეგ სიტუაციაა. ხელისუფლება არის რუსული, ხელისუფლება აკეთებს რუსულ საქმეს და ვინც ქართულ საქმეს აკეთებს, ვინც საქართველოსთვის იბრძვის და ქართულ საქმეს აკეთებს, იმას აბრალებთ რუსობას და რუსულ რაღაცებს. მაგრამ ეს ხომ მორიგი სიგიჟეა, არავინ დაიჯერებს. სპეც.მისიით „ლელომ“ გაამგზავრა ადამიანიო, უხერხულია ამაზე საუბარი.

ჩვენს პარტიას ჰყავს ათიათასობით წევრი. ამით ცდილობთ რაღაც-რაღაცებს. საერთოდ არ ვიცი პარტიის 40 ათასი წევრიდან ვინ სად გაემგზავრა. პარტიაში გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტიკური საბჭო, ჰყავს აღმასრულებელი მდივანი, ჰყავს პოლიტიკური მდივანი, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს მდივანი, პარტიის თავმჯდომარე და მე ვარ პოლიტსაბჭოს წევრი“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

Post navigation

Previous: 1989 წელს ხალხი მართლა თავისუფლებისთვის იბრძოდა, დღეს იქ შეკრებილი შანტრაპა კი მხოლოდ მონობისთვის იბრძვის, ტაშს უკრავს და მადლობას უხდის სხვა ქვეყნის ელჩებს, როგორც ყურმოჭრილი ყმა ბატონს
Next: დიახ, ჩვენ მილიონ ორასი ათასი “ოცნების” ამომრჩეველი, ღირსეულად ვითმენთ თქვენს აღვირახსნილობას, ვითმენთ და, როდის აგვევსება მოთმინების ფიალა, არავინ იცის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.