Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიფ სთეითზე ჰოლივუდში სრულად არის დაცენზურებული ყველანაირი კომენტარი, მათ შორის გროტესკული ანიმაციური სატირაც კი

მარშალ პრესი 07/04/2025
bacho odisharia

დიფ სთეითზე ჰოლივუდში სრულად არის დაცენზურებული ყველანაირი კომენტარი, მათ შორის გროტესკული ანიმაციური სატირაც კი. ამ დროს კი ქართველი ნეოლიბერალები მაინც ჯიუტად ცდილობენ დიფ სთეითზე იქილიკონ, რომ არ არსებობს და ჩვენი მოგონილი კონსპირაციაა, – წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში. როგორც მან აღნიშნა, ნეტფლიქსზე დევს ანიმაციური სერიალი “შიდა საქმე”, რომელშიც ჰიპერბოლიზების გზით, მაქსიმალური კომედიური თხრობით, აღწერილია როგორ მართავს ამერიკას და მსოფლიოს დიფ სთეითი.

მისივე თქმით, შოუ მეორე სეზონზე მოულოდნელად დახურეს, მას შემდეგ, რაც ჯერ დაამტკიცეს და დააანონსეს, ფული გადაუხადეს შემქმნელებს და მიუხედავად ამისა, მაინც გადაწყვიტეს ფინანსური ზარალის ხარჯზე გაეუქმებინათ პოპულარული სერიალი. „ნეტფლიქსზე დევს ანიმაციური სერიალი “შიდა საქმე”, რომელშიც ჰიპერბოლიზების გზით, მაქსიმალური კომედიური თხრობით, აღწერილია როგორ მართავს ამერიკას და მსოფლიოს დიფ სთეითი, როგორ ნიშნავს მარიონეტ პრეზიდენტებს, როგორ მართავს რამდენიმე ძლევამოსილი ოჯახი მთელი მსოფლიოს პოლიტიკას და როგორ დგას ეს ჩრდილოვანი მმართველობა სამყაროში მომხდარი ყველა გლობალური მოვლენის უკან.

ერთადერთი, რის გამოც შეიძლებოდა ნეტფლიქსს მსგავსი პროექტი დაემტკიცებინა, არის მისი გაზვიადებული სატირის ფორმა, რომლის ხილვისას, თითქოს მაყურებელმა მხოლოდ უნდა გაიცინოს და არ მიიღოს როგორც სერიოზული პოლიტიკური კომენტარი თუ კრიტიკა, მაგრამ შოუ მეორე სეზონზე მოულოდნელად დახურეს, მას შემდეგ, რაც ჯერ დაამტკიცეს და დააანონსეს, ფული გადაუხადეს შემქმნელებს და მიუხედავად ამისა, მაინც გადაწყვიტეს ფინანსური ზარალის ხარჯზე გაეუქმებინათ პოპულარული სერიალი. დიფ სთეითზე ჰოლივუდში სრულად არის დაცენზურებული ყველანაირი კომენტარი, მათ შორის გროტესკული ანიმაციური სატირაც კი. ამ დროს კი ქართველი ნეოლიბერალები მაინც ჯიუტად ცდილობენ დიფ სთეითზე იქილიკონ, რომ არ არსებობს და ჩვენი მოგონილი კონსპირაციაა“, – წერს ბაჩო ოდიშარია.

Post navigation

Previous: ვპირდები საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრს, რომ ღირსეულად ვემსახურები იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას – პაატა სალია
Next: ხარების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ოზურგეთის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა საზეიმო წირვა – ლოცვა აღავლინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.