Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

ვპირდები საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრს, რომ ღირსეულად ვემსახურები იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას – პაატა სალია

მარშალ პრესი 07/04/2025
paata salia

ვპირდები საზოგადოებას, გპირდებით თქვენ, ბატონო პრემიერო, რომ ღირსეულად ვემსახურები იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას, ღირსეულად გავუმკლავდებით ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის ახლად დანიშნულმა მინისტრმა პაატა სალიამ იუსტიციის სამინისტროში, სადაც ის დღეს უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, რომლის ლიდერიც თქვენ ბრძანდებით, ჩემთვის პატივია, ვიყო იუსტიციის მინისტრი და საქართველოს მთავრობის წევრი. რა თქმა უნდა, მე მესმის და სრულად ვაცნობიერებ, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა, იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ვპირდები საზოგადოებას, გპირდებით თქვენ, რომ ღირსეულად ვემსახურები ამ თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას, ღირსეულად გავუმკლავდებით ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება, ამაში თქვენი დიდი იმედი მაქვს“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

Post navigation

Previous: ანდრეი შევჩენკო „უეფას“ აღმასკომის წევრად არ აირჩიეს – “Associated Press”
Next: დიფ სთეითზე ჰოლივუდში სრულად არის დაცენზურებული ყველანაირი კომენტარი, მათ შორის გროტესკული ანიმაციური სატირაც კი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.