Skip to content
07/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბატონი ჯაფარიძეც და სხვა ნებისმიერი ადამიანიც ვალდებულია, საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოცხადდეს – მან კეთილი უნდა ინებოს და პასუხი გასცეს კომისიის დასმულ კითხვებს

მარშალ პრესი 05/04/2025
giorgi sosiashvili

საგამოძიებო კომისიის საქმიანობას მთელი საზოგადოება თვალს ადევნებს პირდაპირ ეთერში და ხედავს, როგორი შემზარავი ფაქტები გამომზეურდა “ნაცბანდის” საქმიანობიდან, რა დღეში ჩააგდეს მთელი 9 წლის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, სრული უფლება აქვს, ნებისმიერი ადამიანი დაიბაროს და ჩაატაროს გამოკითხვა და ამ შემთხვევაში, გამონაკლისი არც “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძეა.

სოსიაშვილის განცხადებით, ჯაფარიძემ კეთილი უნდა ინებოს და პასუხები გასცეს კომისიის შეკითხვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ყველასთვის ცნობილია, რომ არსებობს გარკვეული სამართლებრივი რეგულაციები.

“ვფიქრობ, საგამოძიებო კომისიას სრული უფლება გააჩნია, რომ ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, ჩვენი საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი დაიბაროს და ჩაატაროს გამოკითხვა. ამიტომ ვალდებულია ბატონი ჯაფარიძეც და სხვა ნებისმიერი ადამიანი, რომ გამოცხადდეს, კეთილი უნდა ინებოს, გამოცხადდეს საგამოძიებო კომისიის წინაშე და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგეხსენებათ, რომ არსებობს გარკვეული რეგულაციები, რომელიც შემდგომში ძიების დაწყების საფუძველს იძლევა. ჩვენი საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება კომისიის საბოლოო დასკვნის გამოტანას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაარქმევს თავის სახელს ნაციონალური რეჟიმის საქმიანობას და დაინახავს ჩვენი საზოგადოება, თუ რასთან გვქონდა საქმე.” – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

Continue Reading

Previous: სწორედ ეს არის ის „რეალური პოლიტიკა“ და „გეო-ეკონომიკა“, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ჯანსაღ ნაწილთან და თავის აღმოსავლეთ პარტნიორებთან აკავშირებს
Next: ჯაფარიძესა და ხაზარაძეს არაფერი აქვთ სათქმელი, ისინი გაურბიან მისვლას საგამოძიებო კომისიაში, ეს არის მათი არჩევანი, საქართველოში მოქმედებს კანონები და ამ კანონების მიხედვით გაგრძელდება პროცედურები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025