Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სწორედ ეს არის ის „რეალური პოლიტიკა“ და „გეო-ეკონომიკა“, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ჯანსაღ ნაწილთან და თავის აღმოსავლეთ პარტნიორებთან აკავშირებს

მარშალ პრესი 05/04/2025
DAVID KARTVELISHVILI

„საქართველოს გარეშე, ამ გეგმების ხორცშესხმას მომავალი არ უწერია,“ – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელით პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ბაქოში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ შესახებ აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის მემორანდუმზე ხელმოწერის ფაქტს.

ექსპერტის თქმით, სწორედ ასეთი პროექტები აკავშირებს საქართველოს ევროკავშირის ჯანსაღ ნაწილთან და აღმოსავლეთ პარტნიორებთან.

„გუშინწინ ბაქოში ხელი მოეწერა მემორანდუმს აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ შესახებ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის უცხოელ ინვესტორებთან გაფორმებული კონტრაქტები მზის და ქარის ელექტროსადგურებზე, აზერბაიჯანს 6 გიგავატი სიმძლავრის ქარისა და მზის ენერგიით უზრუნველყოფს.

ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკომისარმა ენერგეტიკისა და საბინაო საკითხებში დენ იორგენსენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი და აზერბაიჯანი აქტიურად თანამშრომლობენ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ სფეროში. ევროკომისარმა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა პარვიზ შაჰბაზოვმა მონაწილეობა მიიღეს მრგვალ მაგიდაში „აზერბაიჯანი-ევროპული კავშირი“ თემაზე „ზღვის ქარის ენერგიის განვითარება“.

ზღვის ქარის ენერგიაზე აქცენტი შემთხვევითი არ არის, რადგან მისი პოტენციალი შეფასებულია 157 გვტ სიმძლავრეში. ზღვის ქარის ენერგიის განვითარების საწყის ეტაპზე, მწვანე ენერგეტიკული დერეფნის „კასპია-შავი ზღვა-ევროპა“ (რუმინეთი და ბულგარეთი) მეშვეობით, ევროპაში 4 გიგავატი ელექტროენერგიის ექსპორტი იგეგმება. რა თქმა უნდა, ამ ამბიციურ პროექტში საქართველოს ერთ-ერთი საკვანძო როლი ეკისრება.

რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა სებასტიან-იოან ბურდუჯამ ჟურნალისტებთან საუბრისას პროექტი 10 მილიარდ ევროდ შეაფასა და განაცხადა, რომ ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის გრანტებით დაიფარება. სწორედ ეს არის ის „რეალური პოლიტიკა“ და „გეო-ეკონომიკა“, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ჯანსაღ ნაწილთან და თავის აღმოსავლეთ პარტნიორებთან აკავშირებს. და რაც მთავარია – საქართველოს გარეშე, ამ გეგმების ხორცშესხმას მომავალი არ უწერია,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ეს პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად, როდესაც ქვეყანამ შეძლო მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობითა და აღებული კურსის შესაბამისად
Next: ბატონი ჯაფარიძეც და სხვა ნებისმიერი ადამიანიც ვალდებულია, საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოცხადდეს – მან კეთილი უნდა ინებოს და პასუხი გასცეს კომისიის დასმულ კითხვებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025