Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქმეები, რაც უკვე მოისმინა საზოგადოებამ და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ, რომელიც იმ პერიოდში ალბათ არასრულწლოვანი იყო, ამ მცირეწლოვანი, ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება

მარშალ პრესი 03/04/2025
tea tsulukiani

საქმეები, რაც უკვე მოისმინა საჯარო სხდომის ფორმატში ჩვენმა საზოგადოებამ და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდა თაობამ, რომელიც იმ პერიოდში ალბათ არასრულწლოვანი იყო, ამ მცირეწლოვანი, ადასტურებს იმას, რომ მოცემული ძალის ხელისუფლებაში დაბრუნება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, – განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„არაერთი სხდომა გვქონდა, თუმცა ეს ალბათ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა მასალა და ფაქტებიც არსებობს იმ ცხრაწლიან პერიოდთან მიმართებაში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა სააკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს. მიუხედავად ამისა, ის საქმეები, რაც უკვე მოისმინა საჯარო სხდომის ფორმატში ჩვენმა საზოგადოებამ და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდა თაობამ, რომელიც იმ პერიოდში ალბათ არასრულწლოვანი იყო, ამ მცირეწლოვანი, ადასტურებს იმას, რომ მოცემული ძალის ხელისუფლებაში დაბრუნება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და რომ ყველა ახალგაზრდამ და ახალგაზრდაში ვგულისხმობ ჩემზე და ჩვენზე უმცროს ადამიანებს, ყველა ღონეს უნდა მიმართონ იმისათვის, რომ ვისაც ამის ინტერესი და სურვილი აქვს, მაქსიმალურად მაღალპროფესიულ დონეზე ემზადოს ქვეყნის მართვისთვის და როცა ამის დრო დადგება „ქართული ოცნებისგან“ ხელისუფლება გადაიბაროს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება უფრო ძველი ინერციის შედეგია, ვიდრე იმის, რომ ახალმა ადმინისტრაციამ უკვე მოახერხა საქართველოში არსებული ვითარების შეფასება
Next: კომპანია “სოფლის ნობათი” განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.