Skip to content
02/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება უფრო ძველი ინერციის შედეგია, ვიდრე იმის, რომ ახალმა ადმინისტრაციამ უკვე მოახერხა საქართველოში არსებული ვითარების შეფასება

მარშალ პრესი 03/04/2025
eka sepashvili

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი განცხადება საქართველოს შესახებ ზოგადი და ორაზროვანია. ერთადერთი ნაწილი, რაც ამ განცხადებაში ნეგატიურია, არის საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ. თუმცა ეს დემოკრატიული უკუსვლა ფაქტებით და არგუმენტებით არ დასტურდება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება უფრო ძველი ინერციის შედეგია, ვიდრე იმის, რომ ახალმა ადმინისტრაციამ უკვე მოახერხა საქართველოში არსებული ვითარების შეფასება.

„საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, რომლებიც დემოკრატიის განვითარებას აფასებენ სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველო მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს. ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა 30-40 პოზიციით დაწინაურებულია ისეთ მაჩვენებლებში, როგორიცაა: სამოქალაქო თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, პოლიტიკური უფლებები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება უფრო ძველი ინერციის შედეგია, ვიდრე იმის, რომ ახალმა ადმინისტრაციამ უკვე მოახერხა საქართველოში არსებული ვითარების შეფასება. მით უმეტეს, დღეს რასაც ვხედავთ, არის ის, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საზრუნავია ამერიკის უპირველესი ინტერესების დაცვა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულება. ამ კონტექსტში კი, როგორც ჩანს, მათი მხრიდან საქართველოსთვის ჯეროვანი ყურადღების დათმობა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

Continue Reading

Previous: თუ გინდა ქვეყანაში სტაბილურობა შექმნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურად უნდა გაანადგურო – იმედი მაქვს, საგამოძიებო კომისია ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს
Next: საქმეები, რაც უკვე მოისმინა საზოგადოებამ და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ, რომელიც იმ პერიოდში ალბათ არასრულწლოვანი იყო, ამ მცირეწლოვანი, ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025