Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მარიამ რატიანის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც სისხლიანმა ნაცრეჟიმმა დაატერორა, ქონება წაართვა და ბოლომდე გააუბედურა, ჯალათების ადგილი საჯარო სივრცეში არ უნდა იყოს

მარშალ პრესი 31/03/2025
DAVID KARTVELISHVILI

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის, „იბისის“ სუპერმარკეტების ქსელის თანადამფუძნებლის მარიამ რატიანის ეპიზოდს ეხმიანება.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, მარიამ რატიანის დღევანდელი ეპიზოდი იყო ათასობით მსგავსი შემთხვევის კრებსითი სახე – ასობით ათასობით დანგრეული ოჯახი, შერყეული ჯანმრთელობა და ფსიქიკა, უამრავი სუიციდის შემთხვევა, ციხიდან ე.წ. “გათავისუფლების” შემდეგ.

„საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის დღევანდელ უმძიმეს სხდომაზე მარიკა რატიანის დღევანდელი ეპიზოდი იყო ათასობით მსგავსი შემთხვევის კრებსითი სახე. სწორედ ამას ჰქვია მენტალობის გენოციდი, ქართველობის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი, ქართული სილამაზის, ქართული ოჯახის, ქართული ნიჭის, ქართველი შვილების წინააღმდეგ გამოცხადებული დაუნდობელი და უსასტიკესი ბრძოლა. ასობით ათასობით დანგრეული ოჯახი, შერყეული ჯანმრთელობა და ფსიქიკა, უამრავი სუიციდის შემთხვევა, ციხიდან ე.წ. “გათავისუფლების” შემდეგ – სწორედ ეს იყო იმ საკონცენტრაციო ბანაკის ჯალათების მიზანი. და არა მარტო იყო – არის. იმ ურჩხულის წიწილების, იმ ნორჩი ფაშისტების სახით, ვისაც დღესაც სწყურია ჩვენი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ფსიქიკა. ვინც დღესაც მოქმედებს მარტივი პრინციპით – “ეს ქვეყანა ვერასდროს გახდება ჩემი სამშობლო და ვერც თქვენ გაგახარებთ, ვინც სამშობლოდ აღიქვამს ამ მიწა-წყალს”. დღეს ერისა და ქვეყნის გადარჩენის ფორმულა, როგორც არასდროს მარტივია – ან ესენი, ან ჩვენ!“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: მარიამ რატიანის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც სისხლიანმა ნაცრეჟიმმა დაატერორა, ქონება წაართვა და ბოლომდე გააუბედურა, ჯალათების ადგილი საჯარო სივრცეში არ უნდა იყოს
Next: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მარიამ რატიანის ოჯახის ტერორზე: მე არა მაქვს იმის იმედი, რომ ამ საბრალო ქალის და მისი ოჯახის ტრაგედია რაიმე ემპათიას გამოიწვევს იმ “ბაბლში” დღეს რომ რუსთაველზე შეიკრიბება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.