Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მარიამ რატიანის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც სისხლიანმა ნაცრეჟიმმა დაატერორა, ქონება წაართვა და ბოლომდე გააუბედურა, ჯალათების ადგილი საჯარო სივრცეში არ უნდა იყოს

მარშალ პრესი 31/03/2025
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის, „იბისის“ სუპერმარკეტების ქსელის თანადამფუძნებლის მარიამ რატიანის ეპიზოდს ეხმიანება, რომლის ოჯახიც რეჟიმმა 2009 წლის მაისში აქციაზე საჭმლის მიტანის გამო დასაჯა, ხოლო „თიბისი“ ბანკმა თავისივე შეფასებული ქონება, რომელიც 500 000 დოლარის იყო, სახელმწიფოსგან 150 000 დოლარად იყიდა და სულ რაღაც 8 თვეში ეს ქონება 600 000 დოლარად გადაყიდა.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ნაცჩაფრების გარდა, მრავალი ოჯახი გაძარცვა მამუკა ხაზარაძის ბანკმა და არც ერთი ე.წ. მენეჯერი არ უნდა დარჩეს პასუხისმგებლობის მიღმა. მისივე თქმით, მრავალი ადამიანის სისხლსა და ცრემლზე დროებითად გამდიდრებულნი ვერ უნდა ბედავდნენ თავისუფლად ცხოვრებას, თემიდამ მათ კუთვნილი სასჯელები უნდა გამოუტანოს.

„მარიამ რატიანის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც სისხლიანმა ნაცრეჟიმმა დაატერორა, ქონება წაართვა და ბოლომდე გააუბედურა, ჯალათების ადგილი საჯარო სივრცეში არ უნდა იყოს. სულისშემძვრელია, რაც 31 მარტის პარლამენტის საგამოძიებო სხდომაზე მოისმინა საზოგადოებამ. ნაცჩაფრების გარდა, მრავალი ოჯახი გაძარცვა გარეწარი მამუკა ხაზარაძის ბანკმა და არც ერთი ე.წ. მენეჯერი არ უნდა დარჩეს პასუხისმგებლობის მიღმა. მრავალი ადამიანის სისხლსა და ცრემლზე დროებითად გამდიდრებულნი ვერ უნდა ბედავდნენ თავისუფლად ცხოვრებას, თემიდამ მათ კუთვნილი სასჯელები უნდა გამოუტანოს“, – წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: თურქულმა მხარემ საერთო საჯარისო ცენტრის საარტილერიო სკოლას განახლებული სასწავლო სიმულატორი გადასცა
Next: მარიამ რატიანის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც სისხლიანმა ნაცრეჟიმმა დაატერორა, ქონება წაართვა და ბოლომდე გააუბედურა, ჯალათების ადგილი საჯარო სივრცეში არ უნდა იყოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.