Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრის (კაპანაძე) ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართა.

მარშალ პრესი 14/06/2022
ეპისკოპოს დიმიტრის

ღონისძიებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოადგილესთან, დავით ფხოველიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გოჩა სამუკაშვილთან ერთად დაესწრო. მემორიალურ საღამოზე სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა ეპისკოპოს დიმიტრი კაპანაძისადმი მიძღვნილი მუსიკალური და მხატვრული ნომრები წარმოადგინეს. დამსწრეებს სიტყვით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მიმართა. ,,მთელი ღონისძიების განმავლობაში თვალწინ მედგა მეუფესთან ერთად გატარებული დრო, მისი მომღიმარი სახე, საოცარი იუმორი და თავმდაბლობა. გამოგიტყდებით, ხანდახან მავიწყდება, რომ ის ჩვენს გვერდით აღარაა. ამიტომაც ძალიან მიმძიმს მასზე წარსულში საუბარი. რამდენიმე დღეში მისი დაბადების დღეა, პირველი დაბადების დღე, როცა ჩვენს გვერდით აღარაა. ის თავს ქიზიყელად და დედოფლისწყაროელად თვლიდა და ამ ეპარქიისა და მუნიციპალიტეტისთვის უამრავ სასიკეთო საქმეს აკეთებდა. ჩვენი მხრიდან ამ ღვაწლის დაფასება იქნება კიდევ უფრო ბევრი შრომა და სიკეთის კეთება. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის“-აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ ჯანიაშვილმა. ღონისძიებაზე შეგროვდა თანხა, რომელიც პატარა ნიკოლოზ ვაშაკიძის ოჯახს გადაეცა, რისთვისაც ნიკოლოზის დედამ, ეკა ჩაჩიბაიამ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა.

Post navigation

Previous: პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა
Next: ზურაბ ქადაგიძე გია ჯაფარიძეზე: ასე აბრუებენ ხალხს, რომ როგორმე საპროტესტო ტალღა ააგორონ. ეს გაუგონარი კაცი ყველა სიტყვას, რასაც ამბობს მიზანმიმართულად იტყუება იმიტომ, რომ ხალხი გააბრუოს და თვალებში ნაცარი შეაყაროს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.