IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის მეგობარმა ვახო ახვლედიანმა ჩვენება შეცვალა და ახლა ის ამბობს, რომ თავდამსხმელების მიზანი ფიზიკური ანგარიშსწორება არ ყოფილა.

ვახო ახვლედიანის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ეს ნაგავი ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არ ყოფილა არასდროს, ალბათ ყველა კარგად დააკვირდით კადრებში თუ როგორ ცდილობს გიო მის დაცვას და ეს ნაძირალა კი რომელიც ,, დაზარალებულად ” არის ცნობილი პირველ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები,

ხოლო ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ, თუ მართლა ასე იყო რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული, ბუჩქებში კი არა შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში, შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია” – წერს შაქარაშვილის და.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება