Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უცხოეთი

აშშ-ს გერმანიაში საიდუმლო სამეთაურო ცენტრი ჰქონდა მოწყობილი, სადაც უკრაინელებს სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებდნენ

მარშალ პრესი 31/03/2025
00

აშშ-ის არმიის სარდლობას გერმანიაში საიდუმლო სამეთაურო ცენტრი ჰქონდა მოწყობილი, საიდანაც უკრაინელ სამხედროებს სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდნენ. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

სტატიაში, სახელწოდებით „პარტნიორობა: უკრაინის ომის საიდუმლო ისტორია“ აღნიშნულია, რომ საიდუმლო ცენტრი გერმანული ქალაქ ვისბადენის კლეი კაზერნეს გარნიზონში იყო მოწყობილი. ცენტრს ოპერაციული ჯგუფი „დრაკონი“ ერქვა. ის 2022 წლის გაზაფხულზე შეიქმნა.

ცენტრში ამერიკელი და უკრაინელი ჯარისკაცები მუშაობდნენ. ამერიკულ მხარეს გენერალი კრისტოფერ დონაჰიუ, ხოლო უკრაინულ მხარეს გენერალ-ლეიტენანტი მიხეილ ზაბროდსკი ხელმძღვანელობდნენ. „მე არასდროს მოგატყუებთ, ხოლო თუ თქვენ მომატყუებთ, ჩვენ დავასრულებთ [თანამშრომლობას]“, – აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა უკრაინელ კოლეგასთან პირველი შეხვედრის დროს.

სტატიის ავტორის თანახმად, ვისბადენში აგრეთვე მუშაობდნენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრები, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სამმართველოს და სხვა თანამშრომლები. მათ მთავარ ფუნქციას ბრძოლის ველზე რუსების ჯარის განლაგების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის დამუშავება და უკრაინული მხარისთვის მისი გადაცემა წარმოადგენდა.

Post navigation

Previous: რომ არ ყოფილიყო ემზარ კვიციანის პირადი ინიციატივა კოდორი – ჭუბერი გზის გაჭრის, სოხუმიდან წამოსული რამდენიმე ათეული ათასი კაციდან, ასეულობით და ათასეულობით მსხვერპლი იქნებოდა
Next: არავის არ უთქვია გამეკეთებინა მოსახლეობის ევაკუაცია, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ – ხალხმა თავს თვითონ უშველა – ყოფილი გამგებელი 2008 წლის ომზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.