Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რომ არ ყოფილიყო ემზარ კვიციანის პირადი ინიციატივა კოდორი – ჭუბერი გზის გაჭრის, სოხუმიდან წამოსული რამდენიმე ათეული ათასი კაციდან, ასეულობით და ათასეულობით მსხვერპლი იქნებოდა

მარშალ პრესი 31/03/2025
sozar subari

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, კოდორის ხეობის დაცვის საქმეში ემზარ კვიციანის დამსახურებაზე ისაუბრა.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა ემზარ კვიციანს წვლილს ჭუბერის გზის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სწორედ კვიციანის დამსახურებით, ჭუბერის გზამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

„ეს ისტორია, [ჭუბერის გზასთან დაკავშირებით] მეც ვიცი და ერთი რამ მინდა ვთქვა, ეს არის ბატონი ემზარის დამსახურება – რომ არ ყოფილიყო ემზარ კვიციანის პირადი ინიციატივა კოდორი – ჭუბერი გზის გაჭრის, სოხუმიდან წამოსული რამდენიმე ათეული ათასი კაციდან, ასეულობით და ათასეულობით მსხვერპლი იქნებოდა. ამ გზამ გადაარჩინა ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ამის გამო, მადლობა ეკუთვნის ემზარ კვიციანს, მთელი საქართველოსგან,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში
Next: აშშ-ს გერმანიაში საიდუმლო სამეთაურო ცენტრი ჰქონდა მოწყობილი, სადაც უკრაინელებს სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.