Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია, ლატვიის პრეზიდენტთან ერთი ფოტო გადაიღეს კუთხეში, ვნახეთ მათი მიმართვები – მეხუთე პრეზიდენტი, ნომრითაც აფილირებული ხდება „ნაცმოძრაობასთან“

მარშალ პრესი 29/03/2025
shalva papuashvili

ბოლო ორი-სამი დღეა, ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი იმყოფება ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ვნახეთ, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი ისე შეხვდა, ფოტოც კი არ გადაიღო, ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია და ლატვიის პრეზიდენტთან ერთი ფოტო გადაიღეს კუთხეში ლატვიის დროშის ფონზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ნომრითაც კი პირდაპირ აფილირებული ხდება „ნაციონალურ მოძრაობასთან““.

„ვნახეთ მათი მიმართვები – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. ასევე ვნახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი დარჩა ცარიელ ნომრად – მეხუთე. სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ ხუთი ნომერი გახდა მისი დასახელების ნაწილი. სიმბოლურია, რომ ის, როგორც ექსპრეზიდენტი, ნომრითაც კი პირდაპირ აფილირებული ხდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ერთადერთი, რაც ამ სამდღიანი ვოიაჟით მოიპოვა, არის ის, რომ ყველამ ცალსახად დაანახა, რომ მისგან დარჩენილია მხოლოდ ნომერი ექსპრეზიდენტისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ბალტიისპირეთის კაპრიზებს არ აჰყვნენ, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
Next: საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.