Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სათემო ფორუმი გაიმართა

მარშალ პრესი 27/03/2025
486478298_1040335798149005_4404953436078457543_n

საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სათემო ფორუმი გაიმართა. ფორუმზე კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობებზე, საფრთხეების პროგნოზირებაზე, აგრომეტეოროლოგიური სერვისების განვითარებაზე, ასევე, კლიმატის ცვლილებების მიმართულებით საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. პროგრამის „კლიმატის ცვლილბებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, 11 მდინარის აუზში ხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის დამონტაჟება, რაც უზრუნველყოფს წინასწარი შეტყობინებისა და პრევენციის შესაძლებლობებს.

სათემო ფორუმის ფარგლებში გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ პროგრამის „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ჩატარებული გარემოსდაცვითი კონკურსების გამარჯვებულები.

ფორუმს ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ნილს ქრისტენსენი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა.
აღნიშნულ ფორუმს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე და მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე ესწრებოდნენ.

Continue Reading

Previous: ზაზა გოგავა ევროსაბჭოს 1633 რეზოლუციაზე – მე არ ვეთანხმები მუხლს სამხედროებთან მიმართებაში, თქვენ მხარეს ვარ მაგაზე
Next: დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სასკოლო გუნდებს შორის ფრენბურთის ტურნირი „დიდუბე 2025“ ჩატარდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025