Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე სააკაშვილის ხელისუფლების უარი ნიშნავდა გარანტირებულად წაგებას – სოზარ სუბარი

მარშალ პრესი 27/03/2025
sozar subari

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობაზე უარის შესაძლო შედეგებზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

როგორც კომისიის მდივანმა აღნიშნა, უარი ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე, ცალსახად ნიშნავდა წაგებას, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა ქართველი სამხედროების და არა ოკუპანტების გასამართლება.

„რაც შეეხება ჰააგის სისხლის სამართის სასამართლოს, მასთან არ თანამშრომლობდა სააკაშვილის ხელისუფლება, რაც გარანტირებულ წაგებას ნიშნავდა. გარანტირებული წაგება კი ნიშნავდა იმას, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა არა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებზე, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. ესენი კი, შეიძლება ყოფილიყვნენ სამხედროები, ჯარისკაცები და პოლიტიკური თანამდებობის პირებიც.

ამის თავიდან აცილება მოახერხა კიდეც ჩვენმა ხელისუფლებამ იმით, რომ მოგროვდა ყველა ის მტკიცებულება, რომელთა მოგროვებას არც კი აპირებდა წინა ხელისუფლება,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Continue Reading

Previous: პროექტი “ჩვენი ჯარი” გრძელდება
Next: ზაზა გოგავამ შსს იმჟამინდელი მაღალჩინოსნის შოთა უტიაშვილის ქცევას, რომელმაც 2008 წლის ომის დროს პირდაპირ ეთერში რუკაზე განლაგებასთან და შეტევებთან დაკავშირებით ისაუბრა კატასტროფული შეცდომა უწოდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025