Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პროექტი “ჩვენი ჯარი” გრძელდება

მარშალ პრესი 27/03/2025
1551

პროექტი “ჩვენი ჯარი” გრძელდება. ამჯერად სამხედრო მოსამსახურეები ქ.თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ესტუმრნენ და უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების ძირითადი დანიშნულება გააცნეს. სამხედროებმა მოსწავლეებს ქართული ჯარის ისტორიაზე, ჯარისკაცის პროფესიაზე, თავდაცვის ახალ კოდექსზე და ჯარის ძირითად პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ესაუბრნენ .

მოსწავლეებმა სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„ჩვენი ჯარი“ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი 2018 წლიდან ხორციელდება. 2023 წლიდან „ჩვენი ჯარი“ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც მოიცავს და საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და უნივერსიტეტებში წარმატებით მიმდინარეობს.

Post navigation

Previous: ჰააგის სასამართლოში ჩვენ დაგვჭირდა ჯარის სიმართლის, ქართული სიმართლის მტკიცება უმძიმეს პირობებში – თეა წულუკიანი მერაბიშვილის მოადგილეს
Next: ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე სააკაშვილის ხელისუფლების უარი ნიშნავდა გარანტირებულად წაგებას – სოზარ სუბარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.