Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საგამოძიებო კომისია მოიძიებს მტკიცებულებებს იმ პოლიტიკურ ხელმძღვანელებზე, რომელთა მიმართაც პრეტენზიები საზოგადოებაში აგვისტოს ომის დაწყების დროიდან არსებობდა

მარშალ პრესი 27/03/2025
guram macharashvili

„როგორც დავპირდით საზოგადოებას, „ნაცმოძრაობა“, როგორც დამნაშავე რეჟიმი, საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მიერ უნდა შეფასებულიყო, რათა ის პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ დანაშაულებრივი სისტემის შექმნაში ეჭვი არა მხოლოდ ქართულ მართლმსაჯულებას, არამედ, საერთაშორისო მართლმსაჯულებასაც არ ეპარება, სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სახით, სადაც პირდაპირ წერია, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისია მოიძიებს მტკიცებულებებს იმ პოლიტიკურ ხელმძღვანელებზე, რომელთა მიმართაც არსებობდა პრეტენზიები საზოგადოებაში აგვისტოს ომის დაწყების დროიდან. „საზოგადოება ყოველდღიურად რწმუნდება, რომ მტკიცებულებები იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა, იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობის“ გაუქმების საკითხი დადგეს. რაც შეეხება კონკრეტულად აგვისტოს ომის საკითხს, ჩვენ არ ვიძიებთ იმას, რაც გამოიძია და დაადგინა ჰააგის სასამართლომ.

ზოგადად, ჰააგის სასამართლოში იძიებენ ომის დანაშაულს, ხოლო სტრასბურგში – რამდენად იყო ადამიანის უფლებები დარღვეული ომის დროს (სხვათა შორის, ეს ორივე სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ მოვიგეთ „ნაცმოძრაობის“ მიერ დაკარგული მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ). ჩვენი საგამოძიებო კომისია კი მოიძიებს მტკიცებულებებს იმ პოლიტიკურ ხელმძღვანელებზე, რომელთა მიმართაც, ზოგადად, არსებობდა პრეტენზიები საზოგადოებაში ომის დაწყების დროიდან“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: 2008-ში ინტენსიური მეცადინეობები მიდიოდა, თებერვალში უკვე ვიცოდი, რომ სადღაც გაზაფხულზე შეიძლება დაწყებულიყო საბრძოლო მოქმედებები
Next: საქართველოს ისტორიაში აქციები ყოველთვის უკავშირდებოდა დამოუკიდებლობის მოთხოვნას, ახლანდელი აქციების მოთხოვნა კი მორჩილებაა – დამოკიდებულებას ითხოვენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025