Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

2008-ში ინტენსიური მეცადინეობები მიდიოდა, თებერვალში უკვე ვიცოდი, რომ სადღაც გაზაფხულზე შეიძლება დაწყებულიყო საბრძოლო მოქმედებები

მარშალ პრესი 27/03/2025
lasha koiava 1

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს განიხილავენ, კომისიის წინაშე დასმულ კითხვებს სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ომის ვეტერანი, ლაშა ქოიავა, პასუხობს.

ლაშა ქოიავას განცხადებით, 2008 წელს უკვე ინტენსიური მეცადინეობები მიდიოდა და თებერვალში უკვე იცოდა, რომ სადღაც გაზაფხულზე შეიძლება დაწყებულიყო საბრძოლო მოქმედებები, გაზაფხულის ბოლოს, მაისი-ივნისის დასაწყისში.

„2008-ში ინტენსიური მეცადინეობები მიდიოდა, იმიტომ რომ იქნებოდა მალე საბრძოლო მოქმედებები. თებერვალში უკვე ვიცოდი, რომ სადღაც გაზაფხულზე შეიძლება დაწყებულიყო საბრძოლო მოქმედებები, გაზაფხულის ბოლოს, მაისი-ივნისის დასაწყისში. იმიტომ, რომ შესწავლილი მქონდა შიდა ქართლის სამინისტროს შესაძლებლობები და აგრეთვე, დასავლეთ საქართველოს სამინისტროს შესაძლებლობები. რამაც მაშინ საკმაოდ დამთრგუნველი შთაბეჭდილება დატოვა. მე დამისვეს ამოცანა, რომ საველე ჰოსპიტალი ქმედითი ყოფილიყო მაისის ბოლოსთვის. სახმელეთო ჯარების სარდალმა დამავალა ეს. მეცადინეობები მიდიოდა ყოველდღიურ რეჟიმში გეგმის მიხედვით,“- განაცხადა ლაშა ქოიავამ.

Post navigation

Previous: ოქრუაშვილის დროს გაუქმებული იყო სახმელეთო ჯარების შტაბი, სამხედრო დაზვერვა, ამერიკელების მომზადებული ათი ბატალიონი კომანდოსები, ფრანგების და შვეიცარიელების მომზადებული და აღჭურვილი სამთო-მსროლელი ბატალიონი, სამხედრო ჰოსპიტალი, ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი და სამხედრო აკადემია
Next: საგამოძიებო კომისია მოიძიებს მტკიცებულებებს იმ პოლიტიკურ ხელმძღვანელებზე, რომელთა მიმართაც პრეტენზიები საზოგადოებაში აგვისტოს ომის დაწყების დროიდან არსებობდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.