Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამაგალითოა “მაგნატის“ საქმე იმიტომ, რომ ეს არის ის პერიოდი, როდესაც კეზერაშვილი კრიმინალური მეთოდებით ქმნიდა თავის ნავთობიმპერიას. ამ პოლიტიკაში აქტიურად იყვნენ ჩართული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

მარშალ პრესი 25/03/2025
sozar subari

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ნავთობკომპანია „მაგნატის“ საქმის განხილვას მედიასთან ეხმიანება.

დეპუტატის თქმით, კომპანია „მაგნატის“ საქმე დავით კეზერაშვილის მიერ საკუთარი ნავთობიმპერიის ჩამოყალიბების პერიოდს ემთხვევა. „სამაგალითოა “მაგნატის“ საქმე იმიტომ, რომ ეს არის ის პერიოდი, როდესაც კეზერაშვილი აბსოლუტურად კრიმინალური მეთოდებით ქმნიდა თავის ნავთობიმპერიას, რომელიც შემდგომ „გალფის“ სახით ჩამოყალიბდა. სხვადასხვა კომპანიების მფლობელებს იჭერდნენ, ართმევდნენ ბიზნესებს, ამწყვდევდნენ ციხეში და მათთვის წართმეული ქონების საფუძველზე შეიქმნა მონოპოლია. ამ პოლიტიკაში აქტიურად იყვნენ ჩართული მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესსტრუქტურები, როგორიც იყო „თიბისი ბანკი“ და კონკრეტულად მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

Continue Reading

Previous: ჩემი დაპატიმრებიდან ორ-სამ დღეში ხარვეზი დაუდგინა საჯარო რეესტრმა ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას, „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელი, ლევან ზოდელავა მიდის რეესტრში გაყალბებული მინდობილობით და ითხოვს ამ ხარვეზის აღმოფხვრას
Next: ყველა მაფრთხილებდა “ვითიბი ბანკში”, “რესპუბლიკა ბანკში” რომ „თიბისის“ ნდობა არ შეიძლება, ჩვენ ვერ ვენდობით – იმ დღეს დამაკავეს, ბოლო ქონების გადაცემას რომ მოვაწერე ხელი ნოტარიუსთან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025